1.7.5 О красоте

Что есть красота и почему ее обожествляют люди? Сосуд она, в котором пустота?

Или огонь в мерцающем сосуде?

Заболоцкий

1.7.5. სილამაზის შესახებ

ფიზიკური სილამაზე, მშვენიერება:

 

მისი დროებითობა, წარმავალობა:

- არჩევა სილამაზის მიხედვით 3მფ.1,3.4 ესთ.2,2-4

- გაილევა ადამიანის მშვენება ფს.38,12

 

ქალის სილამაზე:

- ცდუნების წყარო დაბ.6,2; 2მფ.11,2-4

- სარა დაბ.12,11

- რებეკა დაბ.24,16

- რახელი დაბ.29,17

- ლამაზი ტყვე ქალები რჯ.21,11

- აბიგაილი 1მფ.25,3

- ბარშებაყი 2მფ.11,2.3

- თამარი 2მფ.13,1

- აბიშაგ შუნამელი 3მფ.1,4

- ვაშთი დედოფალი ესთ.1,11

- ესთერი ესთ.2,7

- იობის ასულები იობ.42,15

- სასძლო ფს.44,12

- ნუ გაგიტაცებს იგავ.6,25

- უგუნური ქალის სილამაზე იგავ.11,22

- სილამაზე ყველაზე მთავარი არაა ცხოვრებაში იგავ.31,30

 

კაცის სილამაზე:

- იოსები დაბ.39,6

- დავითი 1მფ.16,12

- აბესალომი 2მფ.14,25

- ჭაბუკთა და მოხუცთა იგავ.20,29

- კერპი კაცის ლამაზი გარეგნობით ეს.44,13

 

სულიერი სილამაზე:

- მორჩილნი ფს.149.4

- ჭეშმარიტი ისრაელი ქებ.1,8

- მახარებელთა ფეხები ეს.52,7 რომ.10,15

- ზედაპირული ნუ იქნება ჩვენი სილამაზე, არამედ შინაგანი 1პეტ.3,3.4

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 6

2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.

 

დაბადება 12

11. როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.

 

დაბადება 24

16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.

 

დაბადება 29

17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

 

დაბადება 39

6. მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა-ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.

 

მეორე რჯული 21

11. და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,

 

1მეფეთა 16

12. გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.

 

1მეფეთა 25

3. სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.

 

2მეფეთა 11

2. ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.

3. გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.

4. გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

 

2მეფეთა 13

1. ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.

 

2მეფეთა 14

25. არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.

 

3მეფეთა 1

3. დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს მეფეს.

4. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა მას; მაგრამ მეფე არ მიჰკარებია ქალს.

 

ესთერი 1

11. მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.

 

ესთერი 2

2. თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა: მოუძებნონ მეფეს ლამაზი ყმაწვილი ქალები.

3. დააყენოს მეფემ ზედამხედველნი თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარონ სადიაცო სახლში მეფის საჭურისს, დიაცთა მცველს ჰეგეს, რომელიც დაურიგებს მათ ფერუმარილს.

4. ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად. მოეწონა ნათქვამი მეფეს და ასეც მოიქცა.

7. პატრონობდა იგი ჰადასას ანუ ესთერს, თავის ბიძაშვილს, რადგან არც მამა ჰყადა მას, არც დედა. ტანადი და პირმშვენიერი იყო ყმაწვილი ქალი. როცა დედ-მამა დაეხოცა, იშვილა იგი მარდოქაიმ.

 

იობი 42

15. არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.

 

ფსალმუნი 38

12. თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.

 

ფსალმუნი 44

11. და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.

 

ფსალმუნი 149

4. რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.

 

იგავნი 6

25. გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.

 

იგავნი 11

22. გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.

 

იგავნი 20

29. ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.

 

იგავნი 31

30. მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!

 

ეკლესიასტე 3

11. მან თავის დროზე, ყოველივე მშვენივრად შექმნა; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.

 

ქებათა ქება 1

8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.

 

ესაია 44

13. ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად.

 

ესაია 52

7. რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: "გამეფდა შენი ღმერთი!”

 

1პეტრე 3

3. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,

4. არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.

 

რომაელთა 10

15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“

 

__თემაზე წერდნენ__

***

სილამაზე ქალის სიბრძეა, სიბრძნე კი მამაკაცის სილამაზე.

__ ჩინური ანდაზა __

 

***

მხოლოდ მოკრძალებულობასთან შეთავსებულ სილამაზეს აქვს

უფლება, ეწოდოს სილამაზე, სილამაზე მოკრძალებულობის გარეშე

სილამაზე არ არის, ეს სასიამოვნო სანახააობაა

__ მიგელ დე სერვანტესი __

 

***

სილამაზე - როცა რჩები ისეთი, როგორიც ხარ.

__ ჟან პოლ გოტიე __

 

***

ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.

__ ანტონ ჩეხოვი __

 

***

სილამაზე ძვირფას ქვას ჰგავს: რაც უფრო უბრალოა, მით უფრო ძვირფასია.

__ ფრენსის ბეკონი __

 

***

ქალის სილამაზე არც სახის ფორმაშია, არც ტანსაცმელსა და ვარცხნილობაში

ნამდვილი ქალური სილამაზე სულში აისახება, ის მჟღავნდება მაშინ როცა ქალი თავის სიყვარულს ჩუქნის, მისი სილამაზე წლიდან წლამდე იზრდება.

__ ოდრი ჰეპბერნი __

 

***

ქალი ყვავილივით ლამაზია, ყველა ყვავილი კი ცოტა დამჭკნარი უნდა იყოს.

სილამაზე ძვირფას ქვას გავს: რაც უფრო უბრალოა, მით უფრო ძვირფასია

სილამაზე - როცა რჩები ის, რაც ხარ.

__ ევა ლონგორია __

 

***

არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია!

__ სოფი ლორენი __

 

***

მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვიქნებოდი შემდეგი დედოფალი. მე მინდა ვიყო ადამიანთა გულების დედოფალი...

__ პრინცესა დაიანა __

 

***

რა არის სილამაზე და მომხიბვლელობა? ნუთუ ეს მხოლოდ თავად სილამაზის პატრონის თვისებაა ან მხოლოდ დამკვირვებლის ფსიქიკის? ან იქნებ, სილამაზე რომ შედგეს, გარკვეული სულიერი მდგომარეობა თვითონ სილამაზის მოცქირალს უნდა გააჩნდეს? ანდა კიდევ იქნებ თავად ლამაზ ადამიანს დამატებით უნდა ჰქონდეს რაღაც შინაგანი სულიერი მშვენიერება, რაც გარეგნულ სიკოხტავეს აცოცხლებს და ამძაფრებს? ან რა იზადავს სხვა ადამიანებს სილამაზისაკენ, როგორც ღამის პეპლებს სინათლისაკენ, რა არის სილამაზეში ასეთი განსაცვიფრებელი, რომ მას ხშირად გარკვეული ფსიქოლოგიური ძალაუფლების ფორმადაც ასახელებენ?

__ სოსო მიქელაძე __

 

-----------------------------------------

სურათზე: ოდრი ჰეპბერნი