1.8.101 Варух

Неем.3,20; 10,6; 11,5 Иер.32,12.13.16; 36,4.5.8.10.13.14.32; 43,3; 45,1.2 Варух.1,1

1.8.101 ბარუქ(ხ)ი

კურთხეული

.

1. ზაბაის ძე ნეემ.3,20

- ერთერთი ხელისმომწერი აღთქმაზე ნეემ.10,6

.

2. იერუსალიმში დასახლებულ იუდეველ მაყასეიას მამა ნეემ.11,5

.

3. ნერიას ძე იერ.32,12.13.16

- იერემიას ერთგული მეგობარი იერ.36,4-32; 43,3.6

- მწერალი იერ.36,32; 45,1

- ღმერთი მოწყალეა მის მიმართ იერ.45,2-5

- წინასწარმეტყველი, არაკანონიკური წიგნის ავტორი ბარუქ.1,1

.

ბიბლიის მუხლები

ნეემია 3

20. მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა

გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე.

ნეემია 10

6. დანიელი, გინეთონი, ბარუქი,

ნეემია 11

5. მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე.

იერემია 32

12. მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს, მახსეიასის ძეს, ხანამეელის, ჩემი ბიძაშვილისა და ყველა მოწმის თვალწინ, ხელი რომ მოაწერეს ნასყიდობის წერილს, და ყველა იუდევლის თვალწინ, საყარაულო ეზოში რომ ისხდნენ.

13. მათი თანდასწრებით ვუბრძანე ბარუხს და ვუთხარი:

16. მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს მივაბარე, ასე ვილოცე უფლისადმი:

იერემია 36

4. მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.

5. უთხრა იერემიამ ბარუხს: "დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,

8. ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები.

10. ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.

13. უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.

14. გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.

32. აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა.

იერემია 43

3. არამედ ბარუხ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და დაგვხოცონ ან ბაბილონში გაგვრეკონ”.

იერემია 45

1. სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უთხრა ბარუხს, ნერიას ძეს, როცა ის იერემიას კარნახით წერდა ამ სიტყვებს წიგნში, იეჰოიაკიმ იოშიას ძის იუდაზე მეფობის მეოთხე წელს:

2. "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ბარუხზე!

ბარუქი 1

1. ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში.