4.15.41 Мир не будеть с родными из за вашей вери

4.15.41 მშვიდობა არ გექნებათ სახლეულში თქვენი რწმენის გამო

მათ.10,21.22.34.35-38; 12,46-50 მარკ.3,21.31.32.34 ლუკ.8,19; 12,52; 14,26

ბიბლიის მუხლები

ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა-შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.

მათ. 10,21.22

როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა [მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა. – მარკ. 3,31.32] [ახლოს ვერ მივიდნენ ხალხის გამო – ლუკ. 8,19] გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ, მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები? [მის გარშემო მსხდომთ გადახედა – მარ. 3,34] ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.

მათ. 12,46-50

მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წავიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო.

მარ. 3,21

ნუ გგონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი მამისაგან, ასული – თავის დედისაგან და რძალი – დედამთილისაგან. (მათ. 10,34-35) ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ (ლუკ. 12,52) კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი (მათ. 10,36-38) თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

ლუკ. 14,26

მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული თავის დედისაგან და რძალი – თავის დედამთილისაგან. კაცის მტრები მისი შიმაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი (მათ. 10,35-37) თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლს და შვილებს, ძმებსა და დებს . . . იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

ლუკ. 14,26