1.3.42 Дух - бестелесное, нематериальное существо

Быт.1,2 Вт.2,30 Суд.15,19; 1цар.16,14; 3цар.21,5 Пр.16,32 Екк.12,7 Ис.19,14; 29,10 Иез.3,14 Иак.2,26; 1Пет.3,19 Рим.2,29; 1Кор.2,11; 5,3 Евр.1,7; 12,23

1.3.42 სული - უსხეულო, არამატერიალური არსება

ნათქვამია:

- სული წმიდის შესახებ დაბ.1,2

- ანგელოზებზე ებრ.1,7

- ადამიანის სულიერ ბუნებაზე 1კორ.2,11

- ბოროტი არსებების შესახებ 1მფ.16,14-23

- მორწმუნის სულიერ ბუნებაზე 1კორ.5,3

- ღმერთის ზეგავლენაზე ეს.29,10

- შინაგანი რეალობის შესახებ რომ.2,29

- მდგომარეობა სხეულის გარეშე 1პეტ.3,19 ებრ.12,23

.

სული კაცისა არის ცენტრი...

- ცნობიერი ცხოვრებისა მსაჯ.15,19

- ემოციებისა 3მფ.21,5 ეზეკ.3,14

- ნებელობის მართვისა იგავ.16,32

- ღმერთის ზეგავლენას დამორჩილებისა რჯ.2,30 ეს.19,14

- ტოვებს სხეულს სიკვდილის შემდეგ ეკლ.12,7 იაკ.2,26

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ.

მეორე რჯული 2

30. მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გავლა იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს არის.

მსაჯულნი 15

19. გააპო ღმერთმა ლეხის ნაპრალი და ჩქეფით გადმოვიდა წყალი. დალია, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მღაღადებელის წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.

1მეფეთა 16

14. განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.

3მეფეთა 21

5. შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”

იგავნი 16

32. მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს - ქალაქის დამპყრობს.

ეკლესიასტე 12

7. მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.

ესაია 19

14. უფალმა ჩაუღვარა წიაღში უკუღმართი სული და მათ გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მის ყველა საქმეში, მთვრალივით ბარბაცებს თავის ნარწყევში.

ესაია 29

10. რადგან ძილქუშის სული გადმოღვარა თქვენზე უფალმა და თვალები დაგიხუჭათ - თქვენი წინასწარმეტყველნი და თავები დაგიფარათ - თქვენი მხილველნი.

ეზეკიელი 3

14. სულმა ამიყვანა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული და გაჯავრებული სულით. უფლის ხელი ძლიერად იყო ჩემზე.

იაკობი 2

26. რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.

1პეტრე 3

19. რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -

რომაელთა 2

29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

1კორინთელთა 2

11. რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.

1კორინთელთა 5

3. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.

ებრაელთა 1

7. ანგელოზებზე კი ამბობს: "ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს - ცეცხლის ალად”.

ებრაელთა 12

23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;