1.7.10. Тело человека

Быт.1,27; 2,7.22; 9,6 Иов.4,19 Пс.138,14 Ин.5,28.29; 2Пет.1,13 Рим.1,24; 5,12; 6,12.13.19; 7,4; 8,10.23; 1Кор.3,16.17; 6,13.15-19; 7,4; 12,1.24; 2Кор.5,1.10 Флп.1,20; 3,21; 1Фес.5,23

1.7.10. სხეული ადამიანისა

შეიქმნა სრულყოფილად:

- შექმნა ღმერთმა დაბ.1,27; 2,7.22

- შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად დაბ.9,6

- საოცრად გამოსახა ფს.138,14

- სხეულის ასოები (ორგანოები) 1კორ.12,24

 

შეცოდების გამო:

- დაექვემდებარა სიკვდილს რომ.5,12

- ხრწნილებას იობ.19,26

- უკეთურების იარაღი რომ.1,24

 

ქრისტესმიერი ხსნის შედეგად სხეული:

- სული წმიდის ტაძარია 1კორ.6,19

- ცოცხალი, წმიდა და კეთილსასურველი მსხვერპლია რომ.12,1

- მკვდარია რჯულისთვის რომ.7,4

- ცოდვისთვის რომ.8,10

- კაცის მორჩილებაშია რომ.6,12.13.19

- ჩვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან 1კორ.6,15-17

- იდიდება ქრისტე ჩვენს სხეულში ფლპ.1,20

- შეცოდებანი მის წინააღმდეგ აკრძალულია 1კო.6,13.18

- ცოლ-ქმარი ერთმანეთის სხეულის უფალნი არიან 1კორ.7,4

 

აღდგომისას სხეული იქნება:

- გამოხსნილი რომ.8,23

- აღდგება ინ.5,28.29

- გარდაქმნის უფალი ფლპ.3,21

- გასამართლდება 2კორ.5,10

- უმწიკვლოდ იქნეს დაცული უფლის მოსვლისთვის 1თეს.5,23

 

სხეული მეტაფორულად:

- მიწიერი სახლი 2კორ.5,1

- თიხის სახლი იობ.4,19

- თიხის ჭურჭელი 1კორ.4,7

- კარავი დროებითი 2პეტ.1,13

- ღვთის ტაძარი 1კორ.3,16.17

- ქრისტეს ასონი 1კორ.6,15

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

 

დაბადება 2

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

 

დაბადება 9

6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.

 

იობი 4

19. რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?

 

იობი 19

26. მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს,

 

ფსალმუნი 138

14. გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.

 

იოანე 5

28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.

29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.

 

2პეტრე 1

13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.

 

რომაელთა 1

24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;

 

რომაელთა 5

12 ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.

 

რომაელთა 6

12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.

13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.

19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.

 

რომაელთა 7

4. ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.

 

რომაელთა 8

10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.

23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.

 

1კორინთელთა 3

16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

 

1კორინთელთა 6

13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.

15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.

16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.

17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.

19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

 

1კორინთელთა 7

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

 

1კორინთელთა 12

1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.

24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,

 

2კორინთელთა 4

7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.

 

2კორინთელთა 5

1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.

 

ფილიპელთა 1

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

 

ფილიპელთა 3

21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.

 

1თესალონიკელთა 5

23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.