2.14.34 О небесном думайте, а не о земном

Итак, если вы воскресли со Христом,

то ищите горнего, где Христос сидит одесную Бога ;

2 о горнем помышляйте, а не о земном. (Кол. 3,1.2).

2.14.34 ზეციურზე ვფიქრობდეთ და არა მიწიერზე

ოლ.3,1.[2]

- რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია ებრ.11,13-16

- ნუ ვიფიქრებთ ქვეყნიურთა მსგავსად ფს.48,11-17 ფლპ.3,19.20

- ნუ ვუყურებთ ამქვეყნიურ ამაოებას ფს.118,37

- ჩვენი საუნჯენი დავიუნჯოთ ზეცაში, რათა ჩვენი ფიქრებიც იქ იყოს მათ.6,19-21

- ვიფიქროთ ღვთიურზე და არა ადამიანურზე მათ.16,23

- ნუ შევიყვარებთ წუთისოფელს 1იოან.2,15-17

- ვიდრე ვართ ქვეყნად, ვიცხოვროთ უფლისთვის და მისი ნების განხორციელებისთვის ფლპ.1,21-24

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 48

11. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

12. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

13. ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.

14. ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;

15. ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.

16. არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

17. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.

ფსალმუნი 118

37. მომიბრუნე თვალი, რომ ამაოებას არ ვუყურო; შენი გზით მაცოცხლე.

მათე 6

19. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

21. რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

მათე 16

23. ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

1იოანე 2

15. ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.

16. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.

17. წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.

ფილიპელთა 1

21. რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.

22. თუ სხეულში ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.

23. ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.

24. მაგრამ სხეულში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.

ფილიპელთა 3

19. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზე­ცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,

კოლასელთა 3

1. ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.

2. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.

ებრაელთა 11

13. რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

14. ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.

15. ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.

16. მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.

__თემაზე წერდნენ__

***

უკვდავება არ დაჰკარგო წუთისოფლის გულისთვის.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

მადლმა თქვა: წუთისოფელში ყოფნა ვაი, რა ძნელიაო.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

სააქაოს თუ დიდებას დასთმობ, საიქიოში ალმასს მოგცემენ,

სულის ხათრით თუ ხამი გეცმევა, მასში გაწყობილ ატლასს მოგცემენ,

ცოდვებს თუ ცრემლით მოინანიებ, უკვდავებისა წამალს მოგცემენ,

აღმსრულებელთან არ მოერიდო ცოდვათა მოთქმას.

__ საიათნოვა __

***

ტურფად აყვავებულია ქვეყნიერება იონას აყიროსავით, მაგრამ რად გინდა, ჭია აქვს შეჩენილი და ხმება ცოდვილი, ჩაიჩუტება და წავა ყვავილთ სურნელება. ნუ ეტრფი მას, იფიქრე ზეციურზე.

__ მ.ბ. __