4.2.1. Жертвенник

Быт.8,20,, 12,7.8,, 13,4.18,, 33,20,, 35,1.3.7 Исх.20,24-26,, 29,12.16.20 Лев.1,15,, 4,30,, 5,9,, 8,15,, 16,33 Чис.4,11.13 Втор.27,5.6 Иис.8,30.31,, 22,10 Суд.6,24,, 1цар.7,17,, 14,35 

4.2.1. სამსხვერპლო

დაბ.8,20,, 12,7.8,, 13,4.18,, 33,20,, 35,1.3.7 გამ.20,24-26,, 29,12.16.20 ლევ.1,15,, 4,30,, 5,9,, 8,15,, 16,33 რიცხ.4,11.13 რჯ.27,5.6 იესნ.8,30.31,, 22,10 მსაჯ.6,24,, 1მფ.7,17,, 14,35 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 8

20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.

დაბადება 12

7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.

8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.

დაბადება 13

4. სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.

18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს. 

დაბადება 33

20. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.

დაბადება 35

1. უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.

3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.

7. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.

გამოსვლათა 20

24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

25. თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.

26. საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე. 

გამოსვლათა 29

12. აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.

16. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.

20. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.

ლევიტელთა 1

15. შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს.

ლევიტელთა 4

30. აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.

ლევიტელთა 5

9. მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.

ლევიტელთა 8

15. დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.

ლევიტელთა 16

33. გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს.

რიცხვთა 4

11. ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

13. ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს.

მეორე რჯული 27

5. აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას.

6. მთელ-მთელი ქვებისგან უნდა ააგო უფლის, შენი ღვთის სამსხვერპლო და მასზე უნდა აღუვლინო უფალს, შენს ღმერთს, აღსავლენი მსხვერპლი.

იესო ნავეს ძე 8

30. მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,

31. როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი.

იესო ნავეს ძე 22

10. მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.

მსაჯულთა 6

24. სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში

1მეფეთა 7

17. ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს. 

1მეფეთა 14

35. აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება.