2.16.10. Страх перед адом

2.16.10. შიში ჯოჯოხეთის მიმართ

- ეშინიათ ეშმაკებს მათ.8,[29] მარ.5,7 ლუკ.8,28 იაკ.2,[19]

- ეშინიათ ქვეყნიურად მცხოვრებთ საქ.24,25

- ქრისტიანები გამოსყიდულნი არიან ჯოჯოხეთისგან ინ.3,16-19

ბიბლიის მუხლები

მათე 8

29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.

მარკოზი 5

7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!

ლუკა 4

34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.

ლუკა 8

28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

იოანე 3

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.

18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.

საქმენი მოციქულთა 24

25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.

იაკობი 2

19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.

__თემაზე წერდნენ__

***

მომავალს, საუკუნო სიკეთეთა დაკარგვა ისეთ მწუხარებასა და გაუსაძლისობას სწევს ყოველ ცოდვილ და შეუნანებელ ადამიანს, რომ “დაე, თუნდაც არანაირი სხვა სასჯელი და სატანჯველიც არ მოელოდეთ, იგი მაინც უკვე თავისთავადვე იქნება გეჰენიის ცეცხლის მიერ სატანჯველზე უფრო მძაფრი, და ისე დაჰგლეჯს და აღაშფოთებს ასეთ ადამიანთა სულებს ამის შეგნება, რომ უმეტესს ვერანაირი სხვა სატანჯველი ვერ მოიმოქმედებს! . .”

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

როდესაც რაიმე ვნება შეგიპყრობს და ცოდვაში ჩაეფლობი, გაიხსენე საშინელი სამსჯავრო და უცებ გაღვიძებული შიში დაგიცავს მოძღვავებული ცოდვისგან.

__ წმ. ბასილი დიდი __

***

რომ არ შესცოდოს, ადამიანს შიში უნდა ჰქონდეს ღმერთის სამსჯავრეოს წინაშე, ხოლო თუ შესცოდა, სასო არ უნდა წარეკვეთოს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ღმერთის უსაზღვრო მოწყალების იმედი.

__ წმ. ბასილი დიდი __

***

მსაჯული მართალ სჯიდე . . . მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი.

__ დავით აღმაშენებელი __

***

სიკვდილის წინა წუთებში ემუდარებოდა თავის ექიმს: “გაფიცებთ, დამეხმარეთ, მე მოგცემთ თქვენ ჩემი ქონების ნახევარს, თუ გამიგრძელებთ სიცოცხლეს თუნდაც 6 თვით; თუ არა, მე წავალ ჯოჯოხეთში და თქვენც გამომყვებით”.

__ ვოლტერი __

***

ვისაც სულის ხსნის იმედი აქვს, ბედნიერია ამ იმედით, მაგრამ ვაი რომ მისი ბედნიერებისაგან განუყრელია უბედურება: შიში წარწყმედის წინაშე.

__ ბლეზ პასკალი __

***

ცეცხლის ალში ვარ გახვეული – ყვიროდა სიკვდილის წინ ათეისტი დევიდ ჰიუმი.

***

წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევთ რწმენას.

__ რუსო __

***

შორით დგებიან რიდით და შეშინებული უყურებენ უფლის მეორედ მოსვლის აღთქმას ურწმუნო ადამიანები. მოჩვენებებივით მოდიან და მიდიან ამ ქვეყნად, მაგრამ ყველანი მაინც იხილავენ იმ დღეს. ჩვენ იქნებ გვავიწყდებიან ისინი, უფალი კი არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მოვა და განიკითხავთ, ყველას აღადგენს და იმ დიდებას შეახედებს მათ, რომლითაც მოვა. და გვიან მიხვდებიან, რომ შიში კი არ იძლევა საუკუნო სიცოცხლეს, არამედ რწმენა.

__ მ.ბ. __