1.1.124 Негев

Быт.13,1.3; 20,1; 24,62 Чис.13,18.23.30; 21,1; 33,40 Вт.34,3 Иисн.15,19; 19,8 Суд.1,9.15 Пс.125,4 Ис.30,6 Иез.20,46.47 Зах.7,7

1.1.124 ნეგები

ნეგები ანუ სამხრეთის მიწა (ებრ. ‏הַנֶגֶב‏‎ [ɦaˈnegev] ისრაელის სამხრეთით მდებარე უდაბნო)

.

- ეგვიპტიდან მომავალმა აბრამმა გაიარა მასზე დაბ.13,1.3

- ცხოვრობდა დაბ.20,1

- ცხოვრობდა ისააკიც დაბ.24,62

- მოსეს გაგზავნილმა მზვერავებმა გაიარეს რიცხ.13,18.23.30

- აქ მცხოვრები ქანაანელი მეფე ყარადი დაესხა თავს ისრაელიანებს რიცხ.21,1; 33,40

- მთიდან დაინახა მოსემ რჯ.34,3

- ღოთენიელის ცოლს, ყაქსას მიეცა მზითვად იესნ.15,19 მსაჯ.1,15

- გახდა სიმონის ძეთა ტომის სამკვიდრო იესნ.19,8

- ებრძოდნენ აქ ქანაანელებს იუდას ძენი მსაჯ.1,9

- წინასწარმეტყველება ეს,30,6 ეზეკ.20,46.47 ზაქ.7,7

.

შედარება:

- ნეგების სარწყავ წყლებთან ფს.125,4

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

1. ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.

3. ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.

დაბადება 20

1. გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის - გერარში დასახლდა.

დაბადება 24

62. დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.

რიცხვნი 13

18. წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;

რიცხვნი 21

1. გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.

რიცხვნი 33

40. და ისმინა ყარადის მეფემ, ქანაანელმა, რომელიც ნეგებში ცხოვრობდა, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეთა მოსვლის შესახებ.

მეორე რჯული 34

3. ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.

იესო ნავეს ძე 15

19. უპასუხა: "მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.

იესო ნავეს ძე 19

8. და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე; ესაა სიმონის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

მსაჯულნი 1

9. ამის მერე მთებში, ნეგებსა და დაბლობზე მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად გავიდნენ იუდას ძენი.

15. მიუგო: "მომეცი კურთხევა, რაკი ნეგების ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მისცა ხალებმა როგორც ზედა, ისე ქვედა წყაროები.

ფსალმუნნი 125

4. უფალო, დააბრუნე ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.

ესაია 30

6. წინასწარმეტყველება ნეგების პირუტყვზე: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი, ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მიაქვთ მათ თავიანთი სიმდიდრე და აქლემთა კუზით - თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.

ეზეკიელი 20

46. "ძეო კაცისავ! სახე მიმართე თემანის გზისკენ, ელაპარაკე სამხრეთს და უწინასწარმეტყველე ნეგების დაბლობის ტყეს.

ზაქარია 7

7. განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?