3.43.13 Богатство - имущество

Быт.34,29 Вт.8,17.18 Иов.31,25 Пс.48,6-12 Пр.5,10; 13,11; 18,11; 19,4 Мар.10,25

3.43.13 სიმდიდრე - ქონება, საბადებელი

ყოველგვარი მატერიალური ქონება, რაც გააჩნია ადამიანს დაბ.34,29

-

მასზე სწორედაა ნათქვამი:

- იძლევა ღმერთი რჯ.8,18

- სძენს საიმედოობის განცდას იგავ.18,11

- ამრავლებს მეგობრებს იგავ.19,4

-

მის ნაკლოვანებაზეა ნათქვამი:

- ჰგონიათ მოიპოვეს საკუთარი ძალით რჯ.8,17

- სწევს მაღლა თავდაჯერებას იობ.31,25

- ვერ იხსნის კაცს ფს.48,6-9 მარ.10,25

- რჩება სხვებს ფს.48,10-12

- შეიძლება დაკარგვა იგავ.5,10

- დაილევა იგავ.13,11

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 34

29. მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.

მეორე რჯული 8

17. რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი მკლავის ძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება!

18. უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,

იობი 31

25. თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?

ფსალმუნი 48

6. თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.

7. ვერ გამოიხსნის კაცს თავისი ძმა, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს;

8. რადგან ძვირია მისი სიცოცხლის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის უკუნისამდე,

9. რომ სამარადისოდ იცოცხლოს და არ იხილოს საფლავი.

10. ის ხედავს: ბრძენებიც იხოცებიან, ბრიყვიცა და უგუნურიც ერთად იღუპება, თავიანთ ქონებას კი სხვას უტოვებენ.

11. გულში ფიქრობენ, რომ სახლები მათი მუდმივია და საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; მამულებს თავიანთ სახელებს არქმევენ.

12. მაგრამ ვერ დამკვიდრდებიან პატივში, რადგან პირუტყვივით არიან, რომელიც იღუპება.

იგავნი 5

10. შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.

იგავნი 13

11. არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.

იგავნი 18

11. მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.

იგავნი 19

4. ქონება მრავალ მეგობარს ჰმატებს, უქონელს თავისი მოყვასიც კი შორდება.

მარკოზი 10

25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.