3.44.10 Еда растительное и животное

***

1:29, 30 Из этих стихов становится ясно, что все животные в начале были травоядными. Человек также был вегетарианцем. Положение изменилось после Потопа (см. гл. 9:1-7).

после потопа людям впервые было позволено есть мясо. Но запрещалось есть его с кровью, потому что в крови – жизнь живого существа, а жизнь принадлежит Богу.

– Комментарии МакДональда__

***

Позже некоторые виды мяса, пригодные для еды, были запрещены церемониальным законом

– Комментарии Мэтью Генри__

***

Быт.9:3. все движущееся, что живет, будет вам в пищу; как зелень травную даю вам всё;

Это будет уже второй по числу закон о пище (Быт. 2:16), разрешающий теперь наряду с прежними родами ее – зеленью и полевыми злаками еще и один новый, именно – мясо животных, птиц и рыб, словом все то, что движется и живет. Причину нового разрешения блаженный Феодорит выясняет следующим образом: «Бог, провидев наклонность человека к идолослужению и обоготворению животных, дал плоть сих последних в пищу, дабы познал, сколь неприлично воздавать божеское почтение земным существам, которые можно убивать и съедать».

– Комментарии Лопухина__

3.44.10 მცენარეული და ცხოველური საკვების შესახებ

დასაწყისში ღმერთმა ადამიანს განუწესა მცენარეული საკვები დაბ.1,29; 2,16

-

წარღვნის შემდეგ ადამიანს მიეცა ცხოველური საზრდელის მიღების ნებაც დაბ.9,3.4

-

როგორც ღვთის რჩეულ ხალხს, ისრაელს, აეკრძალა ცერემონიალური რჯულის მიხედვით უწმინდური ცხოველების საკვებად გამოყენება ლევ.20,25.26

-

ახალი აღთქმის მიხედვით ქრისტიანებზე ეს აკრძალვა არ მოქმედებს, შეუძლიათ ყველაფრის მიღება მადლიერებით 1ტიმ.4,4

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

29 თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.

დაბადება 2

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

დაბადება 9

3 ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება - საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.

4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.

ლევიანნი 20

25. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.

26. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.

1ტიმოთე 4

4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.9,3 ღმერთი, წინასწარ ჭვრეტდა რა კაცის მიდრეკილებას კერპთაყვანისმცემლობისა და ცხოველთა გაღმერთებისადმი, მისცა ისინი საკვებად, რათა შეეცნო, რაოდენ უჩვეულოა სცე თაყვანი მიწიერ არსებებს, რომლებიც შეიძლება დაკლა და ჭამო.

__ ნეტარი თეოდორიტი __

***

დაბ.1,29 "საჭმელად... ბალახი..." ადამიანი ხორცის მჭამელი მტაცებელი არ არის. ამ მუხლში სრულიად გასაგებად არის ნათქვამი, თუ რა მისცა ღმერთმა მას "საზრდოდ". დასაწყისში (ცოდვით დაცემამდე) ერთი არსების მიერ მეორის შეჭმა პრინციპში შეუძლებელი იყო, რადგან ეს სიკვდილთან იქნებოდა დაკავშირებული.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარები__

***

დაბ.9,3.4 წარღვნის შემდეგ ადამიანებს უფლება მიეცათ ეჭამათ ხორცი. მაგრამ ეკრძალებოდათ მიეღოთ მის სისხლთან ერთად, რადგანაც სისხლშია მისი სიცოცხლე, ხოლო სიცოცხლე ეკუთვნის ღმერთს.

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

დაბ.9,3 მოგვიანებით ზოგი სახის ხორცი, რომლებიც საკვებად იყო ვარგისი, აიკრძალა ცერემონიალური რჯულით.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.9,3 "ყოველი იძვრისი... საჭმელად გქონდეთ" ეუბნება უფალი ნოეს. ამ დროიდან დაიწყო ადამიანმა ხორცის მიღება არა იმისთვის, რომ ნაყროვანება აღძრულიყო მასში, არამედ იმისათვის, რომ რაკი ცხოველები უფლისათვის უნდა შეეწირათ, არ ჰგონებოდათ, რომ მათ, როგორც ღმერთისათვის განკუთვნილთ, უნდა მორიდებოდნენ.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ1:29.30 ამ მუხლებიდან ჩანს, რომ დასაწყისში ცხოველები იყვნენ ბალახისმჭამელები, ხოლო ადამიანები - ვეგეტერიანელები. მდგომარეობა შეიცვალა წარღვნის შემდეგ (დაბ.9:3.4).

__ მაკდონალდის კომენტარები __

***

დაბ.9:3. ესაა მეორე კანონი საკვების შესახებ (დაბ.2:16), რომელიც უკვე უფლებას იძლეოდა ესაზრდოვა კაცს არა მხოლოდ მცენარეულით, ასევე ცხოველებით, ფრინველებით, თევზებით და ყველა მიწაზე მოძრავით.

__ ლოპუხინის კომენტარები __