4.6.8 Служитель - судья

На другой день сел Моисей судить народ, и стоял народ пред Моисеем с утра до вечера.

16когда случается у них какое дело, они приходят ко мне, и я сужу между тем и другим и объявляю уставы Божии и законы Его.17Но тесть Моисеев сказал ему: не хорошо это ты делаешь:

Ты же усмотри из всего народа людей способных, боящихся Бога, людей правдивых, ненавидящих корысть, и поставь их над ним тысяченачальниками, стоначальниками, пятидесятиначальниками и десятиначальниками;

Пусть они судят народ во всякое время и о всяком важном деле доносят тебе, а все малые дела судят сами: и будет тебе легче, и они понесут с тобою бремя;

И выбрал Моисей из всего Израиля способных людей и поставил их начальниками народа, тысяченачальниками, стоначальниками, пятидесятиначальниками и десятиначальниками.

И судили они народ во всякое время; о делах важных доносили Моисею, а все малые дела судили сами. (Исх. 16, 13.16. 21. 22. 25.26).

Судей не злословь и начальника в народе твоем не поноси. (Исх. 22.28).

А старейшинам сказал: оставайтесь здесь, доколе мы не возвратимся к вам; вот Аарон и Ор с вами; кто будет иметь дело, пусть приходит к ним. (Исх. 24,14).

Во всех жилищах твоих, которые Господь, Бог твой, даст тебе, поставь себе судей и надзирателей по коленам твоим, чтоб они судили народ судом праведным (Втор. 16, 18).

Если по какому делу затруднительным будет для тебя рассудить между кровью и кровью, между судом и судом, между побоями и побоями,ибудут несогласные мнения в воротах твоих; то встань и пои на место, которое изберет Господь, Бог твои.

И приди к священникам левитам и к судье, который будет в те дни, и спроси их, и они скажут тебе, как рассудить;

И поступи по слову, какое они скажут тебе, на том месте, которое изберет Господь, и постарайся исполнить все, чему они научат тебя;

По закону, которому научат они тебя, и по определению, какое они скажут тебе, поступи, и не уклоняйся ни направо, ни налево от того, что они скажут тебе. (Втор17, 8-11).

и придут

священники, сыны

Левиины. (Втор. 21, 5)

И собрались в

Массифу, и черпали

воду, и проливали

пред Господом, и

постились в тот день,

говоря: согрешили мы

пред Господом. И

судил Самуил сынов

Израилевых в Массифе.

из года в год он

ходил и обходил

Вефиль, и Галгал и

Массифу и судил

Израиля во всех сих

местах;

Потом возвращался в

Раму; ибо там был дом

его, и там судил он

Израиля, и построил

там жертвенник

Господу.

(1Цaрств7, 6. 16.17

И сказал Господь

Самуилу: послушай

голоса народа во всем,

что они говорят тебе;

ибо не тебя они

отвергли, но отвергли

Меня, чтоб Я не

царствовал над ними;

Итак послушай

голоса их; только

представь им и объяви

им права царя, который

будет царствовать над

ними. (1 цaрств, 8, 7.9)

4.6.8 ღვთისმსახური – მსაჯული

- ღვთის ხალხის საქმეების განსასჯელად იქნენ გამორჩეულნი გამ.18,21.22; 24,14 რჯ.16,18; 17,8-11; 1მფ.7,6; 8,6; 1ნეშ.23,4; 1პეტ.2,9

- ღვთის წინაშე სამართლიანი მსაჯულობის მოთხოვნა 2ნეშ.19,6; 1კორ.2,12-15

- მოთხოვნა - საკუთარი თავიდან დაიწყონ განსჯა მათ.7,1-5; 1კორ.6,1-8; 11,31

- მხილება პირისპირ მათ.18,15-18

- უაზრო კამათს მორიდება ტიტ.3,9-11

.

- საკუთარი თავის გამჩინებლები მსაჯულებად, უსამართლოები, ანგარნი 2მფ.15,4 მიქ.7,2-4 საქ.23.1-3 რომ.2,1

.

- აკრძალულია მათი შეურაცხყოფა გამ.22,28 საქ.23,4.5

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18

21. გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.

22. მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.

გამოსვლა 22

28. ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.

გამოსვლა 24

14. უთხრა [მოსემ] თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.

მეორე რჯული 16

18. მსაჯულნი და ზედამდგომნი დაიყენე ყველა შენს კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენი ტომების მიხედვით, რათა განსაჯონ ხალხი, მართალი სამართლით.

მეორე რჯული 17,8-11

თუ შენთვის რაიმე მიზეზით ძალიან ძნელია საქმე განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადაო საქმეები შენს კარიბჭეებში, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. და მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, რომელნიც იქნებიან იმ დღეებში, და ჰკითხე და გეტყვიან სამსჯავროს განაჩენს. და მოიქეცი იმ სიტყვისამებრ, რასაც გეტყვიან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი და დაიცავი ყოველივე შესასრულებლად, რასაც გასწავლიან. მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.

1მეფეთა 7

6. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.

1მეფეთა 8

6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.

2მეფეთა 15

4. ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.

1ნეშტთა 23

4. აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.

2ნეშტთა 19

6. უთხრა მსაჯულებს: დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან კაცისთვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისთვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე.

მიქა 7

2. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.

3. გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.

4. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.

მათე 7

1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.

2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.

3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?

4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

მათე 18

15. ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი.

16. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა.

17. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

საქმეები 23

1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.

2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის.

3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.

4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?

5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.

1პეტრე 2

9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.

რომაელთა 2

1. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ, ადამიანო, ყოველთა განმსჯელო, რადგან რისთვისაც სხვას განსჯი, იმით შენს თავს სდებ მსჯავრს, რადგან სხვისი განმსჯელი იმავეს აკეთებ.

1კორინთელთა 2

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.

14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.

15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.

1კორინთელთა 6

1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?

2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?

3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?

4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ.

5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?

6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?

8. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.

1კორინთელთა 11

31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.

ტიტე 3

9. მოერიდე სულელურ კამათს, გენეალოგიებს, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ფუჭი.

10. განხეთქილების შემომტან ადამიანს პირველი და მეორე დარიგების შემდეგ განერიდე.

11. იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს: თვით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.

------------------------

ჟან ვან ბრონშორსტის ნახატი "ითრო მოსესთან"