1.2.76 Безопасность ложный и верный

Лев.25,18.19 Вт.33,12 Иесн.1,9 Иов.5,3; 11,18; 21,7-9.17 Пс.3,5; 4,8; 15,9; 27,7; 36,3; 77,53; 90,1-16 Пр.3,21-23; 10,9; 11,14; 18,10; 28,18.26; 29,25 Ис.32,17; 47,8 Иер.46,27 Иез.38,8.14; 39,6 Ос.2,18 Зах.14,11 Матф.27,66 Деян.5,23; 12,11 Рим.8,31 Гал.5,22 Еф.6,11 Флп.3,1; 1Фес.5,3 Евр.13,6

1.2.76 უსაფრთხოება ცრუ და ჭეშმარიტ საყრდენებზე

ცხოვრება უსაფრთხოობისა და განგაშის გარეშე

-

ცრუ საყრდენები:

- უგუნურება იობ.5,3

- ბოროტება იობ.21,7-9.17 ეზეკ.39,6

- საკუთარ თავზე დაიმედება ეს.47,8

- მცველების დაყენება მათ.27,66 საქ.5,23

- მოჩვენებითი გარანტიები 1თეს.5,3

-

ჭეშმარიტი საყრდენები:

- ღვთის მფარველობა რჯ.33,12 ფს.27,7; 77,53; 90,1-16 იგავ.18,10 ეზეკ.38,14 საქ.12,11

- წინასწარმეტყველება ისრაელის უსაფრთხოების შესახებ იერ.46,27 ეზეკ.38,8

- უფლისმიერი გამხნევება იესნ.1,9

- სამართალი ეს.32,17

- მშვიდობა ოს.2,18

- უფალზე დაიმედება ფს.3,5; 4,8; 15,9

- დანდობა იობ.11,18 იგავ.29,25; 36,3

- უფალში დამკვიდრება ზაქ.14,11

- თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვერავინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ რომ.8,31 ებრ.13,6

- ღვთის მცნებების დაცვა ლევ.25,18.19

- ჯანსაღ აზრს გაყოლა იგავ.3,21-23

- რჩევების შესმენა იგავ.11,14

- უბიწოდ სიარული იგავ.10,9; 28,18

- სიბრძნით სვლა იგავ.28,26

- შემოსვა ღვთის სრული საჭურველით ეფ.6,11

- გამხნევება მოციქულისგან ფლპ.3,1

- სულის ნაყოფია მშვიდობა გულში გალ.5,22

-

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 25

18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.

19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.

მეორე რჯული 33

12. ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.

იესო ნავეს ძე 1

9. ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.

იობი 5

3. კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.

იობი 11

18. დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.

იობი 21

7. რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?

8. მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.

9. მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;

17. რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.

ფსალმუნი 3

5. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.

ფსალმუნი 4

8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.

ფსალმუნი 15

9. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ღირსებამ ჩემმა; ჩემი სხეულიც უსაფრთხოდ მოისვენებს.

ფსალმუნი 27

7. უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი; მას ესავდა ჩემი გული; დამეხმარა და გაიხარა ჩემმა გულმა, ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.

ფსალმუნი 36 (სბს 2013)

3. მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; მაშინ დამკვიდრდები ქვეყანაზე და იქნები უსაფრთხოდ.

ფსალმუნი 77

53. უსაფრთხოდ უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, მათი მტრები კი ზღვამ დაფარა.

ფსალმუნი 90

1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

2. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.

3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.

4. თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.

5. ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.

6. შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.

7. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.

8. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.

9. რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.

10. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.

11. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.

12. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.

13. ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.

14. რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.

15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

16. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.

იგავნი 3

21. შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი.

22. და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.

23. მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება.

იგავნი 10

9. უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.

იგავნი 11

14. გონიერი წარმართვის გარეშე ერი იღუპება, მრავალი მრჩეველი კი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

იგავნი 18

10. უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.

იგავნი 28

18. უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.

26. საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება.

იგავნი 29

25. ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი - დაცული იქნება.

ესაია 32

17. სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.

ესაია 47

8. ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო.

იერემია 46

27. შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ ფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შორეთიდან და შენს თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს უსაფრთხოდ და მშვიდად, არ ეყოლება შემშინებელი.

ეზეკიელი 38

8. მრავალი დღის შემდეგ იქნები მონახულებული, წლების ბოლოს მოხვალ ურიცხვ ხალხთაგან შემოკრებილ, მახვილისგან გათავისუფლებულ მიწაზე, ისრაელის მთებზე, მუდამ რომ გაუდაბურებულნი იყვნენ; თუმცა ახლა, ხალხებიდან გამოსულნი, უსაფრთხოდ დასახლდებიან ყველანი.

14. ამიტომ იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა არ გეცოდინება იმ დღეს, ჩემი ხალხი, ისრაელი რომ უსაფრთხოდ იცხოვრებს?

ეზეკიელი 39

6. დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.

ოსია 2

18. აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან.

ზაქარია 14

11. დამკვიდრდებიან მასში ადამიანები და მეტად აღარ იქნება ნგრევა! უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი!

მათე 27

66. წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.

საქმეები 5

23. უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.

საქმეები 12

11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.

რომაელთა 8

31. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

ეფესელთა 6

11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.

ფილიპელთა 3

1. და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.

1თესალონიკელთა 5

3. რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.

ებრაელთა 13

6. ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”