4.5.1. Живите без раздоров в одной вере

Иез.37,22 Матф.9,2 Мар.2,5,, 3,24 Лук.5,20,, 11,17 Иоан.17,21 Иак.3,16,, 1Кор.1,10-13,, 10,3.4 Еф.4,3-6,, Тит.1,4 

4.5.1 იყავით დაუყოფელნი საერთო რწმენაში

ეზ.37,22 მათ.9,2 მარ.2,5,, 3,24 ლუკ.5,20,, 11,17 ინ.17,21 იაკ.3,16,, 1კორ.1,10-13,, 10,3.4 ეფ.4,3-6 ტიტ.1,4 

 

ბიბლიის მუხლები

 

ეზეკიელი 37

22. ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.

 

მათე 9

2. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.

 

მარკოზი 2

5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.

 

მარკოზი 3

24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.

 

ლუკა 5

20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.

 

ლუკა 11

17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

 

იოანე 17

21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.

 

იაკობი 3

16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.

 

1კორინთელთა 1

10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.

11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.

12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.

13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?

 

1კორინთელთა 10

3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.

4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.

 

ეფესელთა 4

3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.

4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.

5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.

6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.

 

ტიტე 1

4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან.

 

__თემაზე წერდნენ__

*** მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქვა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა და მოუწერა ესრეთ: 

"მე, კოსტანტინე მეფე, თვითმპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყვენული და მერმე გამოხსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერ შენდა, ღმრთიულგანბრძნობილისა და ჩემ თანავე ახალნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა, იყავნ შენ თანა მშვიდობა და სიხარული!

ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიხმს მე შენგან მძევალი. არამედ კმა არს ჩვენ შორის შუამდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ხსნისათვის ჩვენისა, და ჯვარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩვენდა წინამძღვრად, გულითა მოსავთა მისთა. და შუამდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩვენ სიყვარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენადვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე. და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშვიდობისა იყავნ შენ თანა მარადის. განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცუთრი საზღვართაგან შენთა".

__ლეონტი მროველი - ცხოვრება მეფეთა__

 

*** [საუკუნეთა მანძილზე] ღმერთის ჭვრეტა საფუძველი იყო ადამიანთა თანასწორობისა, რადგან ისინი თანასწორი იყვნენ ღმერთის მიერ და ამ თანასწორობის აზრი ნათელი იყო. იმიტომ რომ ადამიანები თანასწორნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ რაიმეს მიერ. ჯარისკაცი და მეთაური თანასწორნი არიან თავიანთი ერის მიერ. თანასწორობა ცარიელ ბგერად იქცევა, თუ არ არის საერთო რამ, რითაც ეს თანასწორობა გამოიხატება.

__ეკზიუპერი__

 

*** ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება. __გალაკტიონი__