1.1.123 Дождь

Быт.2,5; 7,4 Исх.9,33 Лев.26,4 Вт.11,17; 28,12; 32,2; 1цар.12,17; 3цар.8,35.36 Иов.28,26; 37,6 Пс.10,8; 64,10; 71,6.7 Ис.55,10.11 Иер.3,3; 5,24; 14,22 Иез.13,11.13; 34,26 Ос.10,12 Мих.5,7 Зах.10,1 Матф.5,45; 7,25-27 Лук.12,54 Иак.5,7

1.1.123 წვიმა

ბიბლიაში ნათქვამია:

- აგზავნის ღმერთი ფს.64,10 იერ.14,22 ზაქ.10,1

- ზომიერება დაუდგინა იობ.28,26; 37,6

- ადრეული და საგვიანო იერ.5,24

- დროული ლევ.26,4

- განკუთვნილია ყველასთვის მათ.5,45

- ღვთის კურთხევის ნიშანი რჯ.28,12

- შეიძლება წინასწარმეტყველება ლუკ.12,54

- არ იყო წარღვნამდე დაბ.2,5; 7,4

- გამოგზავნილი სასჯელად დაბ.7,4

- არ იყო ცოდვის გამო რჯ.11,17 იერ.3,3

- ლოცვა წვიმის მოსვლისთვის 3მფ.8,35.36 ზაქ.10,1

- ლოცვა შეწყვეტისთვის გამ.9,33

- თხოვნა სასჯელად 1მფ.12,17

.

სიმბოლურად:

- ღვთის სიტყვა რჯ.32,2 ეს.55,10.11

- სულიერი კურთხევა ფს.71,6.7 ეზეკ.34,26

- სიმართლე ოს.10,12

- ისრაელის ნატამალი მიქ.5,7

- მოსავლის წინაპირობა იაკ.5,7

- ბოლო სამსჯავრო მათ.7,25-27

- ჯოჯოხეთი ფს.10,6

- ღვთის რისხვა ეზეკ.13,11.13

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

5. არც მინდვრის ბუჩქი აღმოცენებულიყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი, რადგან ჯერ არ ეწვიმებინა უფალ ღმერთს დედამიწაზე. არც კაცი იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.

დაბადება 7

4. რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.

გამოსვლა 9

33. გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.

ლევიანნი 26

4. მაშინ თავის დროზე მოგცემთ წვიმას და გამოიღებს მიწა თავის მოსავალს და ველის ხე - თავის ნაყოფს.

მეორე რჯული 11

17. თორემ აღინთება თქვენზე უფლის რისხვა, დახშავს ცას, არ იქნება წვიმა და მიწა აღარ მოგცემთ თავის ნაყოფს; მალევე მოისპობით ამ ბარაქიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ უფალი.

მეორე რჯული 28

12. გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.

მეორე რჯული 32

2. წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.

1მეფეთა 12

17. ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.

3მეფეთა 8

35. როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

36. ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.

იობი 28

26. წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!

იობი 37

6. რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.

ფსალმუნი 10

6. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტებზე - ცეცხლსა და გოგირდს; ქარბორბალაა მათი ხვედრი.

ფსალმუნი 64

10. მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს.

ფსალმუნი 71

6. ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე, შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ალბობს.

7. მის დღეებში გაიფურჩქნება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე იარსებებს მთვარე.

ესაია 55

10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;

11. ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.

იერემია 3

3. ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.

იერემია 5

24. გულშიც კი არ უთქვამთ: "გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.

იერემია 14

22. განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.

ეზეკიელი 13

11. უთხარი მათ, ვინც აბათქაშებს: წამოვა კოკისპირული წვიმა, მსხვილი სეტყვა ჩამოცვივა, ქარიშხალი ამოვარდება და კედელი მალე დაეცემა!

13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე დავანგრევ, ჩემი რისხვის ქარიშხლით, ჩემი წყრომის კოკისპირული წვიმით და რისხვის სეტყვის ქვებით - მოვსპობ მას.

ეზეკიელი 34

26. მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.

ოსია 10

12. სიმართლეში თესეთ თქვენთვის და მოიმკეთ წყალობაში. გატეხეთ თქვენი ყამირი, რადგან უფლის მოძიების ჟამია, სანამ მოვა და გაწვიმებთ სიმართლეს.

მიქა 5

7. იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ცვარი უფლისა, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; რადგან ღმერთზე იქნებიან დამოკიდებულნი და არა კაცზე.

ზაქარია 10

1. ითხოვეთ უფლისგან ნაგვიანევი წვიმა შესაფერის დროს, უფალი აელვებს და იძლევა უხვ წვიმას თითოეული მცენარისთვის ველზე.

მათე 5

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათე 7

25. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.

26. ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.

27. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

ლუკა 12

54. ხალხსაც უთხრა: "როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვით: იწვიმებსო, და ასეც ხდება.

იაკობი 5

7. ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.