4.15.31 Муж - голова жены

4.15.31 ქმარი ცოლის თავია - ნათქვამია მორჩილებისთვის

დაბ.3,16; 24,31 ქებ.2,16; 7,11; 1პეტ.3,1; 1კორ.7,3-5; 11,3-12 ეფ.5,22-33 კოლ.3,18.19; 1ტიმ.2,11-14 ტიტ.2,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

16. უთხრა ქალს: დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე.

დაბადება 24

64. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.

ქებათა ქება 2

16. ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!

ქებათა ქება 7

11. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.

1პეტრე 3

1. ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,

1კორინთელთა 7

3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.

1კორინთელთა 11

3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.

4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.

5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.

6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.

7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.

9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.

10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.

11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.

12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.

ეფესელთა 5

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.

28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.

29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.

30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

32. დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ვამბობ ამას.

33. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.

კოლასელთა 3

18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.

19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.

1ტიმოთე 2

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.

12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.

ტიტე 2

5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

__თემაზე წერდნენ__

***

კარგ ცოლ-ქმრობაში ქმარი თავია და ცოლი – გული, თავისათვის საჭირო.

__ რუკერტი __

***

ქალი გამოღებულ იქნა მამაკაცისგან, ეს სიმბოლირებს იმაზე, რომ იგი იღებს სიცოცხლეს მამაკაცისგან. შემდეგ იგი დაუბრუნდა მამაკაცს, რაც არის სიმბოლო იმისა, რომ იგი აძლევს თავის სიცოცხლეს მას.

__ ბობ იანდიანი __

***

ქმარი თუ ცოლის თავია, ცოლი ქმრის კისერიაო - შეხვდებით ასეთ მოარულ გამოთქმას ხალხში, რაც არ არის ბიბლიური. ეს მარტო დაუმორჩილებლობას კი არ გულისხმობს, ასევე, ქმრის ცოლის ნებაზე ტარებასაც. კი, ცოლი შეიძლება იყოს ქმრის კისერიც, მაგრამ მას თავი უნდა ატრიალებდეს საითაც ნებავს.

__ მირზა ბადიაური __