3.41.18. Сын Человеческий есть господин субботы

3.41.18. ძე კაცისა არის შაბათის უფალი

მათ.12,[8] მარ.2,[28] ლუკ.6,[5]

.

- შაბათ დღეს მისმა მოწაფეებმა გზად ყანაში თავთავების კრეფა და ჭამა დაიწყეს. ფარისევლებმა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არისო შაბათს. იესომ უპასუხათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, მღვდლებისთვის შენაწირი პური რომ ჭამა და მისცა თავის მხლებლებსაც? მარ.2,23-26 მათ.12,1-4 ლუკ.6,1-4

.

უპასუხათ:

- შაბათი კაცისთვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისთვის (შეადარე 2მაკ.5,19 არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია უფალმა ადგილი) მარ.2,27

- რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილის თუ ბოროტის? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. მარ.3,4

- მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? ლუკ.13,15.16

- შაბათს წინადაცვეთავთ კაცს, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ განვკურნე კაცი შაბათს? ინ.7,22.23

- შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს და მაინც უცოდველნი არიან მათ.12,[5]

.

- უთვალთვალებდნენ, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის მარ.3,2

- განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. ლუკ.13,14

- და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს. ინ.5,8-16

- შაბათი იყო როცა იესომ მოზილა ტალახი და თვალი აუხილა ბრმას ინ.9,14

- ფარისევლები ამბობენ, ღმერთისგან არ არის ის კაცი, რადგან არ იცავს შაბათსო. ინ.9,16

.

- რადგან შაბათის უფალია იესო ქრისტე და ჩვენ უნდა ვბაძავდეთ მას, შაბათი კი არ უნდა უფლობდეს ჩვენზე, არამედ ჩვენ შაბათზე