4.17.25 Дружба

4.17.25 მეგობრობა

მეგობრებს საერთო აქვთ:

- ინტერესები 1მფ.18,1

- სიყვარული 1მფ.20,17

- თანაგრძნობა იობ.2,11

- თავდადება იოან.15,13

.

მეგობრობის ფასეულობანი:

- გასაჭირში ერთგულება 1მფ.18,1-4 იგავ.17,17

- ძმაზე ძვირფასი იგავ.18,24

- გულწრფელობა იგავ.27,6

- გულითადობა რჩევისას იგავ.27,9

- აუცილებელია საჭიროებისას იგავ.27,10

- უმისოდ მოუსვენრობა, ვერ გაძლება 2კორ.2,13

.

ხიფათი:

- შეუძლია გიბიძგოს ცოდვისკენ რჯ.13,6-9

- გამოდგეს ყალბი 2მფ.16,16-19

- არ იყოს სანდო იობ.19,14-19

- აღმოჩნდეს უღირსი ფს.40,9

- მოთავისე შეიძლება იყოს იგავ.14,20

- გამცემი მათ.26,48-50

- ამ ქვეყნის მეგობარი იაკ.4,4

.

მეგობრობის გამოცდა:

- არაცვალებადობა 2მფ.1,25

- თავგანწირვისთვის მზადყოფნა იოან.15,13

- მორჩილება იოან.15,14.15

- თანამოაზრეობა ფლპ.2,19-22

.

მეგობრობის მაგალითები:

- ღმერთი და აბრაამი ეს.41,8

- რუთი და ნაყომი რუთ.1,16-18

- დავითი და იონათანი 1მფ.18,1

- დავითი და ხუშაი 2მფ.15,37

- ელია და ელისე 4მფ.2,2-14

- ქრისტე და მისი მოწაფეები იოან.15,13-15

- მოციქული პავლე და ტიმოთე 2ტიმ.1,2

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 13

6. თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა - დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები,

რუთი 1

16. მაგრამ რუთმა მიუგო: „ნუ მაიძულებ შენს მიტოვებას და უკან გაბრუნებას, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ მოვდივარ, და სადაც შენ იქნები, მეც იქ ვიქნები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი.

17. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები, და იქვე მინდა დავიმარხო. დაე, უფალმა დამსაჯოს და უარესიც მომიზღოს, თუ სიკვდილის მეტმა რამემ გაგვყაროს.“

18. და, რაკი ნაყომიმ დაინახა, რომ რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მასთან ერთად წასვლა, აღარ უცდია გადათქმევინება.

1მეფეთა 18

1. როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.

1მეფეთა 20

17. კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.

2მეფეთა 1

25. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული.

2მეფეთა 15

37. და მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.

2მეფეთა 16

16. და როცა მივიდა ხუშაი არქელი, დავითის მეგობარი აბესალომთან, უთხრა მას: „დღეგრძელობა მეფეს! დღეგრძელობა მეფეს!“

17. და უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?“

18. უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთან ვარ და მასთან დავრჩები.

19. ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები.“

4მეფეთა 2

2. და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ბეთელში.

იობი 2

11. გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.

იობი 19

19. მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდა, ზურგი მაქცია.

ფსალმუნი 40

9. ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.

იგავნი 14

20. ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.

იგავნი 17

17. მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.

იგავნი 18

24. ზოგი მეგობრის მეგობრობა თვალთმაქცობაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ძვირფასია.

იგავნი 27

6. მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.

9. ზეთი და საკმეველი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.

10. შენს მეგობარსა და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ წახვალ შენი გასაჭირის დღეს. კარის მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.

ესაია 41

8. ხოლო შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა,

მათე 26

50. ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, დაადეს ხელი იესოს და შეიპყრეს.

იოანე 15

13. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად.

15. აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ.

იაკობი 4

4. მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება.

2კორინთელთა 2

13. მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.

ფილიპელთა 2

19. იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა მეც გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.

20. რადგან არავინ მყავს მასავით ჩემი თანაზიარი სამშვინველით, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.

21. რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.

22. თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამას შვილი, ისე მემსახურებოდა სახარებისათვის.

2ტიმოთე 1

2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.