2.14.32 Что сделали одному малому, то Мне сделали

***

Вели как-то полемику два священника-христианина, принадлежащие разным конфессиям, на тему «Как достигается спасение». Один из них доказывал, что тот, кто верует во Христа Иисуса, уже спасён по вере своей, а другой — что кроме веры в Сына Божьего — Иисуса Христа надобно и делами сию веру подтверждать. И каждый из них приводил свои доводы, озвучивая разные места из Писания.

Напряжение росло. Эмоции накалялись.

Подошёл к ним нищий и, обращаясь к обоим, сказал:

— Святые отцы! Я не ел уже несколько дней. Не могли бы вы мне пожертвовать некоторую сумму денег, чтобы я мог купить себе хлеба?

Возмутились слуги Божии:

— Как ты смеешь вмешиваться в нашу ученую беседу?! Мы здесь решаем важнейшие вопросы служения и веры!

Развернулся нищий, плюнул, перекрестился и пошел восвояси. А святые отцы так и остались спорить, кто из них имеет больше права считаться христианином.

2.14.32 რაც გაუკეთეთ ერთ მცირეთაგანს – მე გამიკეთეთ

მათ.10,42; 25,31-35.37.40-42.44-46 რომ.14,10

ბიბლიის მუხლები

ვინც დაალევინებს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმისს ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

მათ. 10,42

როცა მოვა კაცის ძე თავის დიდებითა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავის დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთი მეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე, თავის მარჯვნივ დგომს: მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით . . . მაშინ მართლები ეტყვიან პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? . . მეუფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც კი გაუკეთეთ ამ ჩემს მცირეთაგანს, მე გამიკეთეთ. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით . . . მასინ ისინიც მიუგებენ პასუხად: როდის გიხილეთ შენ მშიერი? მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარირად გეუბნებით თქვნ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არცერთს ამ მცირეთაგანს, არც მე გამიკეთეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.

მათ. 25,31-35.37.40-42.44-46

მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!

რომ.14,10

__თემაზე წერდნენ__

***

იესო ქრისტეს სხეულს გსურს მიაგო ჯეროვანი პატივი? – ჰოდა, ნუ მოიძაგებ მას, როცა შიშველს ხედავ, ვნებულ მაცხოვარს . . . ან კი რა სარგებლობა გექნება, თუკი აქ აბრეშუმის სამოსით მიაგებ პატივს, ეკლესიის გარეთ კი სიცივისა და სიშიშვლის დასათმენად მიატოვებ (როცა ის გლახაკისა თუ მსხემის სახით მოვალს შენთან მოწყალებისა და თავშესაფრის სათხოვრად) რა სარგებლობა გექნება, თუკი ქრისტეს ტრაპეზი სავსე იქნება ოქროს ჭურჭლით, თვით მაცხოვარი კი შიმშილით გაიტანჯება . . . შენ ოქროს თასს აკეთებ ქრისტეს პატივად, მაგრამ არ აწვდი გრილ წყალს მწყურვალ ქრისტეს! . . ქრისტე, ვითარცა უსახლკარო მწირი, დადის ამქვეყნად და თავშესაფარს ითხოვს, შენ კი ნაცვლად იმისა, რომ შენს ჭერქვეშ შეიწყნარო იგი, იატაკს, კედლებს, სვეტისთავებს შეამკობ და ცხენებსაც კი ვერცხლის საბლით აბამ, მაშინ, როდესაც საპყრობილეში ვნებული ქრისტე, ვისაც რკინის ბორკილები ადევს, არც კი გსურს მოინახულო! . .

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

როგორადაც ძალგიდს, ისე შეეწიე მოყვასს, თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით ანუგეშე და გაამხნევე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად . . . ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექნები თავად დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები . . .

__ წმ. გრიგოლ პალამა __

***

იყო ერთი მწერალი, რომელიც მრავალ წელიწადს მუშაობდა ერთ ნაწარმოებზე. ერთხელ ზღვით მგზავრობისას თან რომ ჰქონდა ეს მანუსკრიპტი, გემმა იწყო ჩაძირვა, მწერალი აღმოჩნდა წყალში და ხელში ეკავა იგი. უცებ მის სიახლოვეს დაინახა რომ ბავშვი იძირება, გადააგდო ნაწერი მივარდა ბავშვს და არ მისცა საშუალება წასულიყო ფსკერისკენ. მწერალმა დაკარგა თავისი ძვირფასი მანუსკრიპტი, მაგრამ იხსნა ბავშვი. ამ ქცევას ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა მარადისობისთვის, ვიდრე დაკარგვა ხელნაწერს.

__ იაკობ ლევენი __