4.15.63 Долг - обязанность, обязательство

Чис.3,7; 4,28; 8,26; 18,3 Вт.11,1; 1цар.2,13; 2Пар.8,14 Неем.13,30 Иез.44,16; 48,11 Матф.12,50; 19,10 Ин.4,23; 1Пет.3,8-16; 1Ин.2,6 Рим.1,14; 4,4; 8,12; 13,1-7; 15,27; 1Кор.8,8-13; 9,16 Гал.6,6 Еф.5,22-33; 6,1-4; 1Фес.1,9

4.15.63 მოვალეობანი

ადამიანებს შორის:

- ადამიანისა ადამიანის მიმართ 1პეტ.3,8-16

- სუსტების მიმართ 1კორ.8,8-13

- ხელქვეითებისა ზემდგომთა მიმართ რომ.13,1-7

- ცოლებისა ქმრების მიმართ ეფ.5,22-24

- ქმრებისა ცოლების მიმართ მათ.19,10 ეფ.5,25-33

- შვილებისა მშობლების მიმართ ეფ.6,1-3

- მშობლებისა შვილების მიმართ ეფ.6,4

.

მორწმუნისა ღმერთის მიმართ:

- სიყვარული რჯ.11,1

- მორჩილება მათ.12,50; 1იოან.2,6

- თაყვანისცემა იოან.4,23

- მახარებლობის რომ.1,14; 1კორ.9,16

- ხელმოკლე წმიდებისადმი მსახურება რომ.15,27 გალ.6,6

- მსახურება 1თეს.1,9

.

სიმბოლურად:

- რჯულის საქმეები რომ.4,4

- ხორციელი ცხოვრება რომ.8,12

.

ძველი აღთქმის დროს ვალდებულებანი:

- ლევის შტო სავანის სამსახურებლად რიცხ.3,7; 8,26; 18,3; 2ნეშ.8,14 ნეემ.13,30

- გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში რიცხ.4,28

- მღვდლების 1მფ.2,13; 2ნეშ.8,14 ნეემ.13,30 ეზეკ.44,16

- ცადოკის ძეთა ეზეკ.48,11

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 3

7. ისინი აასრულებენ მოვალეობას აჰარონისა და მთელი თემის წინაშე საკრებულო კარვისა და სავანის სამსახურებლად.

რიცხვნი 4

28. ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში და მათი მოვალეობანი აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობით.

რიცხვნი 8

26. მხოლოდ მიეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის სიწმიდეების დაცვაში, ოღონდ სამსახურს ნუ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუდგინე ლევიანებს”.

რიცხვნი 18

3. და აღასრულონ მოვალეობანი შენი და მთელი კარვის მიმართ, მაგრამ საწმიდრის ჭურჭელსა და სამსხვერპლოს არ მიუახლოვდნენ, რათა არ შეიმუსრნონ, თვითონაც და თქვენც.

მეორე რჯული 11

1. "ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი.

1მეფეთა 2

13. არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.

2ნეშტთა 8

14. მამამისის, დავითის წესისამებრ დაადგინა მღვდელთა დასები თავიანთ მსახურებაში და ლევიანები თავ-თავის მოვალეობაზე, რათა ქება აღევლინათ და ემსახურათ მღვდლებთან ერთად ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე კარიბჭის მცველნი, თავ-თავისი დასებით თითოეულ კართან, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს.

ნეემია 13

30. განვწმიდე ისინი ყოველივე წარმართულისგან; მღვდლებსა და ლევიანებს ყველას დავუდგინე მოვალეობანი, თითოეულს - თავისი მსახურებისამებრ.

ეზეკიელი 44

16. ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში, ისინი მოუახლოვდებიან ჩემს სუფრას, რათა მემსახურონ და აღასრულონ თავიანთი მოვალეობა.

ეზეკიელი 48

11. წმიდა ღვთისმსახურთათვის ცადოკის ძეთაგან, რომლებმაც აღმისრულეს მოვალეობა და არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, ლევიანთა მსგავსად;

მათე 12

50. რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.

მათე 19

10. უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.

იოანე 4

23. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.

1პეტრე 3

8. და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,

9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

10. რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.

11. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,

12. რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

13. ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?

14. მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.

15. წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

16. კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.

1იოანე 2

6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

რომაელთა 1

14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.

რომაელთა 4

4. მოქმედს საზღაური მიეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის საფუძველზე.

რომაელთა 8

12. ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;

რომაელთა 13

1. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

2. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

3. რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;

4. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

5. ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც.

6. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.

7. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი.

რომაელთა 15

27. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.

1კორინთელთა 8

8. საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ - არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ - არაფერი გვაკლდება.

9. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.

10. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად?

11. და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

12. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

13. ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.

1კორინთელთა 9

16. ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.

გალატელთა 6

6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს.

ეფესელთა 5

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.

24. და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

25. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

26. რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.

27. და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

28. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.

29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.

30. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

31. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.

32. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.

33. ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.

ეფესელთა 6

1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.

2. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, -

3. რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.

4. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

1თესალონიკელთა 1

9. ვინაიდან თვითონვე ჰყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,