2.12.6. Не унаследовали обетованного

Втор.1,35.37,, 2,14.15

Никто из людей сих, из сего злого рода, не увидит доброй земли, которую Я клялся дать отцам вашим;

И на меня прогневался Господь за вас, говоря: и ты не войдешь туда; (Второзак. 1, 35.37).

С тех пор, как мы пошли в Кадес-Варни и как прошли долину Заред, [минуло] тридцать восемь лет, и у нас перевелся из среды стана весь род ходящих на войну, как клялся им Господь;

да и рука Господня была на них, чтоб истреблять их из среды стана, пока не вымерли. (Второзак.2,14.15).

2.12.6. ვერ დაიმკვიდრეს აღთქმული

რიცხ.14,28-35; 26,64.65; 32,11 რჯ.1,[35].37,, 2,[14].15 ფს.94,11 ეზეკ.20,15 იუდ.1,5 ებრ.3,8-19

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 14

28. უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.

29. ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.

30. ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.

31. თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.

32. თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება.

33. თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.

34. იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.

35. მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.

რიცხვნი 26

64. მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:

65. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.

რიცხვნი 32

11. აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,

მეორე რჯული 1

35. ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,

37. მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.

მეორე რჯული 2

14. ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.

15. უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.

ფსალმუნი 94

11. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.

ეზეკიელი 20

15. მაინც აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ, რომ არ მიმეყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა;

იუდა 1

5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.

ებრაელთა 3

8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

10. ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა.

11. ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.

12. იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.

13. არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით.

14. რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.

15. ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“.

16. ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან.

17. მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ?

18. ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?

19. და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.