3.46.26. Беспокойство

3.46.26. შფოთვა, წუხილი, გულშემოყრა, ურვა

დადარდება, საზრუნავზე მომეტებული ფიქრი, სულის სიმშვიდის დაკარგვა (ლხინების ვერ პოვნა), შეძრწუნება, შიშით გახევება

-

იწვევს:

- შვილის გამო დაბ.21,11

- ძმის მტრობის გამო შიში დაბ.32,7-11

- სიზმრის გამო დაბ.41,8 დან.2,1

- ძის ჯანყის და სიკვდილის გამო 2მფ.18,32.33

- მეფის სასტიკი ბრძანების გამო ესთ.4,1-4

- შური, შეხარბება ფს.36,1

- ცუდი ამბისგან ღელვა იერ.49,23

- ბავშვის დაკარგვის გამო ლუკ.2,48

- საჭმელ-სასმელზე, შესამოსელზე ზრუნვის გამო ლუკ.12,22-30

- შეძრწუნება მეორედ მოსვლის ჟამს ლუკ.21,25.26

- შვილის ავადმყოფობის გამო იოან.4,47-49

- ძმის მოულოდნელი არგამოჩენის გამო 2კორ.2,13

-

მის გადალახვაში გვეხმერება:

- ღმერთს მინდობა ფს.36,1-5 ლუკ.12,22-30; 1პეტ.5,7

- სული წმიდას მინდობა მარ.13,11

- მზერის ზემოთ მიპყრობა ლუკ.21,25-28

- დარწმუნებულობა, რომ ღვთის მოყვარეს ყოველივე შეეწევა სასიკეთოდ რომ.8,28

- ღმერთისგან მოცემული მდგომარეობის გონივრულად გამოყენება საქ.22,24.25

- ლოცვა ფლპ.4,6

- მცირედით კმაყოფილება იგავ.15,16

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.

დაბადება 32

7. იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.

8. და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.

9. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.

10. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

11. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს.

დაბადება 41

8. შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.

2მეფეთა 18 (სბს 2013)

32. და უთხრა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ქუშელმა: „ისე მეფე-ბატონის მტრები იყვნენ და შენს საბოროტოდ აღმდგარნი, როგორც ის ყმაწვილია!“

33. და შეშფოთდა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“

ესთერი 4

1. შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.

2. მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო.

3. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.

4. მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.

ფსალმუნი 36

1. დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

2. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.

3. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.

4. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.

5. მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.

იგავნი 15

16. მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.

იერემია 49

23. დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვასავით ღელავენ და ვერ ისვენებენ.

დანიელი 2

1. თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.

მარკოზი 13

11. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

ლუკა 2

48. როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.

ლუკა 12

22. და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;

23. ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.

24. შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?

25. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?

26. ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?

27. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

28. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

29. მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.

30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

ლუკა 21

25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.

26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.

27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.

28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.

იოანე 4

47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.

48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშნებს, არ ირწმუნებთ.

49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.

საქმეები 22

24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით.

25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?

1პეტრე 5

7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.

რომაელთა 8

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

2კორინთელთა 2

13. მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე; გამოვემშვიდობე მათ და მაკედონიისაკენ გავემართე.

ფილიპელთა 4

6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.