4.21.16 Веруюший - посол Царствия

4.21.16 ზეციური სამეფოს ელჩი ამ ქვეყნად შერიგების მსახურებისთვის

- ქრისტეს მორწმუნენი ვართ სამეფო სამღვდელოება გამ.19,6; 1პეტ.2,9.10 გმცხ.5,10

- მოგვეცა ღმერთთან შერიგების მსახურება და ვართ მოვლინებულნი ანუ ელჩები, დიპლომატიური წარმომადგენლები ზეციური სამეფოსი 2კორ.5,18-20

- ღმერთს ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი ელჩები მათ.8,11 ლუკ.13,29

.

და თუ ელჩები ვართ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი პასუხისმგებლობა

.

1) ელჩი არის თავისი ქვეყნის წარმომადგენელი

- ვართ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი ეფ.2,19

.

2) ელჩს არ ირჩევენ. აგვირჩია ღმერთმა და რახან აგვირჩია, ე. ი. სჯერა, რომ მისი მისიის შესრულება შეგვიძლია

- ქრისტემ მიავლინა თავისი მოწაფეები ღმერთის სამეფოს საქადაგებლად ლუკ.9,2.60; საქ.8,12; 19,8; 20,25; 28,23.31

- იმ სახარების საქადაგებლად, რომელსაც თვითონ ქადაგებდა მათ,4,23 ლუკ.4,43; 8,1

- რომ მოახლოებულია ცათა სამეფო მათ.10,7 ლუკ.10,9

.

3) ელჩი არ ხდება ამ ქვეყნის მოქალაქე, სადაცაა მოვლენილი, არამედ რჩება წარმომგზავნელი ქვეყნის მოქალაქედ

- ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია ფლპ.3,20

- რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი ფლპ.4,3 გმცხ.21,27

- ვაღიარებთ, რომ უცხონი და ხიზნები ვართ ამ ქვეყანაზე ებრ.11,13

- არ ვართ ამ წუთისოფლისანი ინ.18,36

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19

6. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.

მათე 4

23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

მათე 8

11. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;

მათე 10

7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა

სასუფეველი.

ლუკა 4

43. მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.

ლუკა 8

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი.

ლუკა 9

2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.

60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.

ლუკა 10

9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.

ლუკა 13

29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.

იოანე 18

36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.

საქმენი მოციქულთა 8

12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.

საქმენი მოციქულთა 19

8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

საქმენი მოციქულთა 20

25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.

საქმენი მოციქულთა 28

23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.

31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.

1პეტრე 2

9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.

10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.

2კორინთელთა 5

18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.

19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.

20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,

ეფესელთა 2

19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;

ფილიპელთა 3

20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,

ფილიპელთა 4

3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

ებრაელთა 11

13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

გამოცხადება 5

10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.

გამოცხადება 21

27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.