1.9.6 Божья мудрость скрыта от мудрых мира сего

Матф.11,25.27,, 19,11 Ин.3,27,, 9,39,, 1Кор.1,21

В то время, продолжая речь, Иисус сказал: славлю Тебя, Отче, Господи неба и земли, что Ты утаил сие от мудрых и разумных и открыл то младенцам; (Матф.11,25).

Все предано Мне Отцем Моим, и никто не знает Сына, кроме Отца; и Отца не знает никто, кроме Сына, и кому Сын хочет открыть. ( Матф.11,27)

Он же сказал им: не все вмещают слово сие, но кому дано (Матф.19,11).

Иоанн сказал в ответ: не может человек ничего принимать на себя, если не будет дано ему с неба. ( Ин.3,27),

И сказал Иисус: на суд пришел Я в мир сей, чтобы невидящие видели, а видящие стали слепы. (Ин.9,39),

Ибо когда мир своею мудростью не познал Бога в премудрости Божией, то благоугодно было Богу юродством проповеди спасти верующих. (1-я Кор.1,21).

1.9.6. ამა ქვეყნის ბრძენთ დაფარული აქვთ ღვთის სიბრძნე

მათ.11,25,, 19,11 ინ.3,27,, 9,39,, 1კორ.1,17-31

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 11

25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.

 

მათე 19

11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.

 

იოანე 3

27. მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.

 

იოანე 9

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.

 

1კორინთელთა 1

17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.

18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?

21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.

22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.

23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.

26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.

27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.

28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,

29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

30. მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.

31. რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ფილოსოფია ამაოდ აცხადებს სიბრძნის ფლობისა და მისი კომუნიკაციის პრეტენზიას, რადგან სიბრძნე, ციცერონის მიხედვით, ესაა ყოველივე ღვთაებრივისა და ადამიანურის ცოდნა, მაგრამ ადამიანი, თავისთავად, ვერასოდეს მისწვდება ღვთაებრივს. ამიტომ ბრძნობის დაჩემება სხვა არა არის რა, თუ არა მიუტევებელი ზვაობა, გაუმართლებელი ქედმაღლობა. ბრძენია მხოლოდ ღმერთი და კაცი, რომელსაც ღმერთი ჰფენს ნათელს.

__ ლაქტანციუსი __

 

***

სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველ-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოსურვებიათ.

__ ნეტარი ავგუსტინე __

 

***

ადამიანის ბუნების ღრმა შესწავლისა და მისი აზრების, გრძნობების, მიდრეკილებებისა და ურთიერთობის სიყალბის გაცნობის შედეგად იძულებული გახლავართ ვაღიაროთ, რომ მერყეობა უფრო ნაკლები უჯდებათ მათ, ვიდრე სიმტკიცე.

__ ლაბრუიერი __

 

***

ჩვენ ვერაფერს ვერ გავუგებთ ღმერთს, თუ საწყისად არ ვაღიარებთ იმედს, რომ მან ინება დაებრმავებინა ერთნი და გაენათლებინა მეორენი.

__ ბლეზ პასკალი __