2.3.13. Человек - Иисус Христос

Втор.18,18 Матф.4,[2],, 21,18 Мар.11,12 Лук.4,2 Ин.4,6.7 Евр.2,14-17,, 12,2

2.3.13. კაცი - იესო ქრისტე

რჯ.18,18 მათ.4,[2]; 21,18 მარ.11,12 ლუკ.4,2 ინ.4,6.7 ებრ.2,14-17; 12,2

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 18

18. შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ.

მათე 4

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

მათე 21

18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;

მარკოზი 11

12. ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;

ლუკა 4

2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

იოანე 4

6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.

7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო.

ებრაელთა 2

14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,

15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.

16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას.

17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.

ებრაელთა 12

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

__თემაზე წერდნენ__

***

კაც ეწოდა, რამეთუ თქვა წინაჲსწარმეტყველმან: "კაცი არს და ვინ იცნას იგი?". ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა თვინიერ ცოდვისა და ღმრთეებაჲ თვისი ჩვენ გამოგვიცხადა.

__იოვანე საბანისძე "ჰაბოს წამება"__