4.7.1. Дарь учительства

Втор.27,11 Иер.3,15 Матф.7,29; 28,20 Деян.13,1; 1Пет.5,2.3; Рим.12,4.7; 1Кор.12,18.29.31 Еф.4,[11]

4.7.1. მასწავლებლობის (დამოძღვრის) ნიჭი

რჯლ.27,11 იერ.3,15 მათ.7,29; 28,20 საქ.13,1; 1პეტ.5,2.3; რომ.12,4.7; 1კორ.12,28.29.31 ეფ.4,[11]


ბიბლიის მუხლები

 

მეორე რჯული 27
11. ასე დამოძღვრა იმ დღეს მოსემ ერი:

იერემია 3

15. დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.

მათე 7

29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

მათე 28

20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. 

საქმე 13

1. ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.

რომაელთა 12

4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,

7. თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,

1კორინთელთა 12

18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.

28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?

31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

ეფესელთა 4

11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.

__თემაზე წერდნენ__

***

სათნოება დამოძღვრისა – სიწრფელეს მიელტვის.

__ ლაო-ძი __

***

ყველგან და ყოველთვის იმისგან სწავლობენ რამეს, ვინც უყვართ.

__ გოეთე __

***

პედაგოგი – პროფესია არაა. ესაა ღვთის წყალობა.

__ აკუტაგავა __

***

პირადად მე ჩემს მასწავლებლად ის ადამიანები მიმაჩნია, რომლებმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მონიჭებული უნარი, სხვას გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს, ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა. ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო.

__ ნ.დუმბაძე __