1.9.61 Аммон и аммонитяне

1.9.61 ბენ-ყამი და ყამონელები

ბენ-ყამი

- ლოტის ძე უმცროსი ასულისგან დაბ.19,38 ფს.82,8

.

ყამონელები - ბენ-ყამის შთამომავლები

გამოირჩეოდნენ:

- კერპთაყვანისმცემლობით 3მფ.11,7.33

- უგრძნობლობით ეზეკ.25,3.6

- სისასტიკით ამ.1,13

- ქედმაღლობით სოფ.2,9.10

.

ისრაელის მტრები:

- ეხმარებოდნენ მოაბელებს რჯ.23,3.4

- ეხმარებოდნენ ყამალეკს მსაჯ.3,13

- დასცინეს დავითის მსახურებს 2მფ.10,1-4

- სირიელებთან ერთად გამოვიდნენ დავითის წინააღმდეგ 2მფ.10,6

- ეხმარებოდნენ ქალდეველებს 4მფ.24,2

- მტრობდნენ ტყვეობიდან დაბრუნებულ ებრაელებს ნეემ.4,7.8

.

დაამარცხეს:

- იფთახმა მსაჯ.11,4-33

- საულმა 1მფ.11,11

- დავითმა 2მფ.10,7-14

- იოშაფატმა 2ნეშ.20,1-25

- იოთამმა 2ნეშ.27,5

.

ღმერთმა აუკრძალა მათ:

- ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მსაჯ.23,3.6

- ქორწინება ებრაელებთან ეზრ.9,1.2

.

წინასწარმეტყველება მათზე:

- დამონება იერ.25,9-21

- ტყვეობა ამ.1,13-15

- განადგურება ფს.82,1-18

.

ცნობილი ყამონელი ქალები:

- ნაყამა - რეხაბყამ სოლომონის ძის დედა იყო 3მფ.14,21.31

- შიმყათი - ზაბადის დედა 2ნეშ.24,26

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.

მეორე რჯული 23

3. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,

4. რადგან პურითა და წყლით არ შემოგეგებნენ გზაზე, როცა გამოხვედი ეგვიპტიდან და დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბილყამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად.

მსაჯულნი 3

13. შემოიკრიბა ყეგლონმა ყამონისა და ყამალეკის ძენი, წავიდა, დაამარცხა ისრაელი და დაიპყრო პალმების ქალაქი.

მსაჯულნი 11

4. რამდენიმე ხნის შემდეგ ყამონელები შეებრძოლნენ ისრაელს.

1მეფეთა 11

11. მეორე დღეს სამ რაზმად გაყო ხალხი საულმა, შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას და მოსრეს ყამონელნი მზის მცხუნვარებამდე; გადარჩენილები კი ისე გაიფანტნენ, ორი ერთად არ დარჩენილა.

2მეფეთა 10

1. მოკვდა ამ ამბების შემდეგ ყამონელთა მეფე და მისი ძე, ხანუნი გამეფდა მის ნაცვლად.

2. თქვა დავითმა: "კეთილად მოვექცევი ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მომექცა კეთილად”. სამძიმარზე გაუგზავნა დავითმა თავისი მსახურნი მამამისის გამო; და მივიდა დავითის ხალხი ყამონის ძეთა ქვეყანაში.

3. უთხრეს ყამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: "რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად გამოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის დასათვალიერებლად და დასაზვერად არა? აჰა, მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.

4. ადგა ხანუნი და მოპარსა დავითის კაცებს ნახევარი წვერი, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.

6. მიხვდნენ ყამონელნი, რომ თავი შეაძულეს დავითს, გაგზავნეს და დაიქირავეს ბეთ-რეხობისა და ცობას ოცი ათასი არამელი ქვეითი, მეფე მაყაქას ათასი კაცი და თორმეტი ათასი ტობელი მებრძოლი.

14. დაინახეს ყამონელებმა, რომ გაიქცნენ არამელნი, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შებრუნდნენ. დაბრუნდა იოაბი ყამონელთაგან და მივიდა იერუსალიმში.

3მეფეთა 11

7. მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.

3მეფეთა 14

21. რეხაბყამ სოლომონის ძე იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტი წელი მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც თავისი სახელის დასამკვიდრებლად გამოარჩია უფალმა ისრაელის ყოველი ტომიდან. დედამისს ნაყამა ერქვა, ყამონელი ქალი იყო იგი.

4მეფეთა 24

2. აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.

2ნეშტთა 20

1. ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მასთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2ნეშტთა 24

26. ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა

2ნეშტთა 27

5. ყამონის ძეთა მეფეს ებრძოდა, სძლია მას და მისცეს ყამონის ძეებმა იმ წელს ასი ტალანტი ვერცხლი, ათი ათასი ქორი ხორბალი და ათი ათასი ქორი ქერი. ამდენივე გადაუხადეს ყამონის ძეებმა მეორე და მესამე წელს.

ეზრა 9

1. ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,

2. ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.

ნეემია 4

7. როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ შენდებოდა იერუსალიმის კედლები და ბზარები მთელდებოდა, ძალიან გაბრაზდნენ.

8. ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და არეულობის მოსაწყობად.

ფსალმუნი 82

7. გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.

8. აშურიც მათ შეუერთდა და ძალა შეჰმატეს ლოტის ძეთ.

9. ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევში;

10. ყენდორში რომ განადგურდნენ, ნაკელად რომ იქცნენ მიწისთვის.

იერემია 25

21. ედომს და მოაბს, ყამონის ძეთ,

ეზეკიელი 25

3. უთხარი: ყამონის ძენო, ისმინეთ-თქო უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგანაც გაიცინე ჩემს საწმიდარზე, როცა შეიბღალა და ისრაელის მიწაზე, როცა გაუკაცრიელდა და იუდას სახლზე, როცა დევნილობაში წავიდა.

ამოსი 1

13. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ყამონს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ორსულ ქალებს ფატრავდნენ გილყადში, თავიანთი საზღვრები რომ გაეფართოებინათ.

სოფონია 2

9. ამიტომ, ცოცხალიმც ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა - სამარადისოდ სოდომს დაემსგავსება მოაბი და გომორას - ამონის ძენი. ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და უკაცრიელ მიწას. ჩემი ხალხის ნატამალი გაძარცვავს მათ და დაეპატრონება მათ მიწას.