3.51.11. Самоубийство

Исх.20,13 Иов.2,9.10 Матф.10,22.29-31,, 22,39,, 27,5 Деян.16,28 Рим.7,24

**

** Не убивай.(Исх.20,13). И сказала ему жена его: ты все еще тверд в непорочности твоей! похули Бога и умри.

10 Но он сказал ей: ты говоришь как одна из безумных: неужели доброе мы будем принимать от Бога, а злого не будем принимать? Во всем этом не согрешил Иов устами своими. ** И сказала ему жена его: ты все еще тверд в непорочности твоей! похули Бога и умри.

10 Но он сказал ей: ты говоришь как одна из безумных: неужели доброе мы будем принимать от Бога, а злого не будем принимать? Во всем этом не согрешил Иов устами своими.(Иов.2,9.10). **И будете ненавидимы всеми за имя Мое; претерпевший же до конца спасется.(Матф.10,22). Не две ли малые птицы продаются за ассарий? И ни одна из них не упадет на землю без воли Отца вашего;

у вас же и волосы на голове все сочтены;

не бойтесь же: вы лучше многих малых птиц. (Матф.10,29-31).** И, бросив сребренники в храме, он вышел, пошел и удавился.(Матф.27,5). **Но Павел возгласил громким голосом, говоря: не делай себе никакого зла, ибо все мы здесь.(Деян.16,28) Бедный я человек! кто избавит меня от сего тела смерти? (Рим.7,24)

3.51.11. თვითმკვლელობა

გამ.20,13 მსაჯ.9,54; 1მფ.31,4.5; 2მფ.17,23; 3მფ.16,18 იობ.2,9.10 მათ.10,29-31,, 27,[5] საქ.1,16-20; 16,28

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

13. არა კლა.

მსაჯულთა 9

54. უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.

1მეფეთა 31

4. უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინდაუცვეთელებმა არ მომკლან და არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.

5. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.

2მეფეთა 17

23. როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.

3მეფეთა 16

18. როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.

იობი 2

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

მათე 10

29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.

30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.

31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

მათე 27

5. დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

საქმე მოციქულთა 1

16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.

17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.

18. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.

19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.

20. ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.

საქმე მოციქულთა 16

28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.

__თემაზე წერდნენ__

***

სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა.

__ შოთა რუსთაველი __

***

მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.

__ შოთა რუსთაველი __