3.48.11. Становимся богобоязлывими, исполняем Его слово, служим Господу

Быт.22,12,, 42,18 Втор.10,20,, 1цар.12,14 Евр.12,28.29 Отк.19,5 

3.48.11. ღვთის მოშიშნი ვხდებით, ვასრულებთ მის სიტყვას, ვემსახურებით უფალს

დაბ.22,12,, 42,18 რჯ.10,20,, 1მფ.12,14 ებრ.12,28.29 გმცხ.19,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.

დაბადება 42

18. უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.

მეორე რჯული 10

20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.

1მეფეთა 12

14. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.

ებრაელთა 12

28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.

29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.

გამოცხადება 19

5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.