1.1.89 Ветер - поток воздух

Быт.8,1 Исх.10,13.19; 14,21 Чис.11,31; 3цар.18,45; 19,11 Иов.1,19; 7,7; 8,2; 28,25 Пс.1,4; 106,25; 134,7; 148,8 Пр.25,14.23; 30,4 Екк.5,16 Ис.32,2 Иер.18,17; 22,22 Иез.5,10; 37,9 Ос.8,7; 13,15 Ам.4,13 Ион.4,8 Матф.8,26 Лук.12,55 Ин.3,8 Деян.2,2; 27,7.13 Еф.4,14

1.1.89 ქარი - ჰაერის ნაკადი

დამახასიათებელი ნიშნები:

- დაკვირვებული თვალი ამჩნევს მნიშვნელობას ლუკ.12,55

- უხილავია იოან.3,8

- აქვს წონა იობ.28,25

- აშრობს მიწას დაბ.8,1

- მოაქვს სიცხეც იონ.4,8

- ზოგჯერ დამანგრეველი იობ.1,19

- ხშირად ერთვის წვიმა 3მფ.18,45

- აღელვებს ზღვას ფს.106,25

- აღგვის მჩატეს ფს.1,4

- არახელსაყრელი საპირისპირო ხომალდებისთვის საქ.27,7

.

ღმერთის დამოკიდებულება მასთან:

- შექმნა ამ.4,13

- მართავს ფს.106,25

- აგზავნის ფს.148,8

- გამოჰყავს თავისი საცავებიდან ფს.134,7

- კრებს იგავ.30,4

.

მიმართულებანი:

- დასავლეთიდან გამ.10,19

- ჩრდილოეთიდან იგავ.25,23

- აღმოსავლეთიდან იერ.18,17

- სამხრეთიდან საქ.27,13

.

მასთან დაკავშირებული სასწაულები:

- დააცხრო წარღვნა დაბ.8,1

- შემოუსია და განდევნა კალია გამ.10,13.19

- გააპო ზღვა გამ.14,21

- მორეკა მწყრები რიცხ.11,31

- მთათა დამაქცეველი 3მფ.19,11

- ქრისტემ დაამშვიდა მათ.8,26

.

გადატანითი მმიშვნელობით:

- ცხოვრების სწრაფი სვლა და შემოუბრუნებლობა იობ.7,7

- ფუჭმეტყველება იობ.8,2

- ამაო მედიდურობა იგავ.25,14

- ფუჭი შრომა ეკლ.5,16

- უბედურება ეს.32,2

- მსჯავრი ცრუ მწყემსებზე იერ.22,22

- გაფანტვა ეზეკ.5,10

- აღდგენა 37,9

- დაღუპვა ოს.8,7

- ღვთის სასჯელი ოს.13,15

- სული წმიდა საქ.2,2

- ცრუმოძღვრებანი ეფ.4,14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.

გამოსვლა 10

13. მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.

19. შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.

გამოსვლა 14

21. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.

რიცხვნი 11

31. ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.

3მეფეთა 18

45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.

3მეფეთა 19

11. უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.

იობი 1

19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

იობი 7

7. გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;

იობი 8

2. როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.

იობი 28

25. როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალი არწყა საწყაულით;

ფსალმუნი 1

4. უღმერთონი კი ასე არ არიან, ქარისგან აღგვილ ბზეს წააგვანან.

ფსალმუნი 106

25. ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.

25. (მცხეთური ხელნაწ.)

თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;

ფსალმუნი 134

7. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.

ფსალმუნი 148

8. ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,

იგავნი 25

14. რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.

23. ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.

იგავნი 30

4. ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?

ეკლესიასტე 5

16. ესეც დიდი ბოროტებაა - როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, ქარისათვის შრომაში?

ესაია 32

2. ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში და სამალავი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები გამომშრალ ქვეყანაში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.

იერემია 18

17. აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს.

იერემია 22

22. შენს მწყემსებს ქარი გარეკავს და შენი მოყვარულნი დატყვევდებიან. მაშინ კი შერცხვები და დამცირდები ყველა შენი ბოროტების გამო.

ეზეკიელი 5

10. ამიტომ შეჭამენ მამები თავიანთ ძეებს შენ შორის და ძეები შეჭამენ მამებს; სამართალს აღვასრულებ შენზე და ყველა ქარის მიმართულებით გავფანტავ მთელ შენს ნატამალს.

ეზეკიელი 37

9. მითხრა: "უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”.

ოსია 8

7. რადგან ქარი დათესეს და ქარიშხალს მოიმკიან. ყანა არის მაგრამ თავთავი არა აქვს, მარცვალს არ იძლევა; თუ მისცემს, უცხონი შთანთქავენ მას.

ოსია 13

15. თუმცა ნაყოფიერია იგი ძმათა შორის, მაგრამ ამოვარდება აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყაროები, დაიშრიტება მისი სათავეები და ის გაძარცვავს მთელი მისი ძვირფასი ჭურჭლეულის საგანძურს.

ამოსი 4

13. რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.

იონა 4

8. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.

მათე 8

26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

ლუკა 12

55. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება.

იოანე 3

8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

საქმეები

2. მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.

საქმეები 27

7. მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.

13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.

ეფესელთა 4

14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,