2.14.36 Последные слова умираюших

2.14.36 უკანასკნელი სიტყვები მომაკვდავი ადამიანებისა

დაბ.35,18; 2ნეშ.24,22 მათ.27,46 ლუკ.23,34.46 იოან.19,30 საქ.7,59.60

ბიბლიის მუხლები

დაბადება 35

18. [რახელმა] სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).

2ნეშტთა 24

22. არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!

მათე 27

46. და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?

ლუკა 23

34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.

46. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.

იოანე 19

30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.

საქმეები 7

59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.

60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

__თემაზე წერდნენ__

***

სიდჰართა გაუტამა - (ძვ.წ.ა. 563-483 წ.წ.) - "არაფერია მარადიული."

***

“მოიცადეთ, მოვაგვარო ჩემი პრობლემები!”_ არქიმედე.

(არქიმედე სირაკუზაში დაატყვევეს და შემდეგ მოკლეს რომაელმა ჯარისკაცებმა, მას შემდეგ რაც ქალაქი დაიპყრეს. სწორედ სიკვდილის წინ მიმართა ამ სიტყვებით მეცნიერმა დამპყრობლებს.)

***

"მე უკვე შევასრულე ჩემი როლი ამ ცხოვრების კომედიაში" - ოქტავიანე ავგუსტუსი.

***

ლეონარდო და ვინჩი - მან თქვა: "მე შეურაცხყოფა მივაყენე ღმერთსა და ადამიანს, რადგან ჩემი ნამუშევრებით ვერ მივაღწიე იმას, რის მიღწევასაც ვცდილობდი".

***

ლუდოვიკო მეთოთხმეტე (მეფე-მზე): “რა გატირებთ, ნუთუ ფიქრობდით რომ მე უკვდავი ვიყავი?!”

***

შარლ მე-9 – დავიღუპე ამას ნათლად ვგრძნობ.

***

ისააკ ნიუტონის ეპიტაფია: “ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მის უკვდავებას ადასტურებს”

***

ედგარ ალან პო ( მწერალი ) - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ღმერთო დაეხმარე ჩემს სულს"

***

ბლეზ პასკალი (1623-1662) - "ნუ მიმატოვებ უფალო!"

***

კარდინალ რიშელიეს ბოლო სიტყვა:”გააჩერეთ საათი! მე იგი წუთებს მითვლის”.

***

“გახსენით მეორე დარაბაც, რათა მეტი სინათლე შემოვიდეს”_ იოჰან ვოლფგანგ გოეთე.

***

„სიკვდილის გემო ჩემს ტუჩებზეა... მე ვგრძნობ რაღაცას, რასაც სრულიად არ აქვს კავშირი ამ სამყაროსთან“ , - ეს კი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა თქვა, რომელიც 1791 წელს ვენაში გარდაიცვალა, 35 წლის ასაკში.

***

ჯორჯ ვაშინგტონი: ”ექიმო მე არასოდეს არ მოვკვდები, მაგრად არა იმიტომ რომ მეშინია”

***

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ჯონ ადამ­სის ბოლო სი­ტყვე­ბი იყო: "თო­მას ჯე­ფერ­სო­ნი ისევ გა­დარ­ჩე­ბა". მან არ იცო­და, რომ ჯე­ფერ­სო­ნი მას­ზე ერთი დღით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა.

***

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობრებმა ჰკითხეს, სად უნდა ყოფილიყო მისი განსასვენებელი. – “სულერთია, მე ისინი მომძებნიან” – უპასუხა არტურ შოპენჰაუერმა

***

ტომას ედისონი ( გამომგონებელი, ბიზნესმენი ) - სიკვდილის წინ ედისონი კომიდან გამოვიდა, თვალები გაახილა და თავის ცოლს უთხრა "იქ ძალიან ლამაზია".

***

“ტაში მეგობრებო, კომედია დასრულებულია.” _ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

(ამ სიტყვებში კარგად ჩანს კომპოზიტორის შინაგანი განწყობა სიცოცხლის ბოლოს, მისი ცხოვრების უკანასკნელი ოცდაათი წელი სავსე იყო სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიით.)

***

ვ ო ლ ტ ე რ მ ა სიკვდილის წინ თავის პირად მდივანს გადასცა შემდეგი აღსარება: “მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს მტრები, მაგრამ მეზიზღება ძალმომრეობა.”

***

"მაინც მაჯობე ნაზარეველო" - ფრიდრიხ ნიცშე.

***

“მე ვიცხოვრე, როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები, როგორც ქრისტიანი”_ კაზანოვა.

***

“არაფერია სიკვდილზე კომფორტული”_ მარია ტერეზა.

(სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მან სკამზე გაატარა, რადგანაც მწოლიარეს სუნთქვა უჭირდა. მისი შვილი ჯოზეფი შეეცადა შეემსუბუქებინა მდგომარეობა დედისთვის ერთ-ერთი მტანჯველი სპაზმის შემდეგ. “თქვენო უმაღლესობავ , ასე უფრო კომფორტულად ხომ არ იგრძნობთ თავს?” და სცადა დედისთვის ხელი შეეშველებინა. რამდენიმე წუთში დედოფალი აღესრულა კიდეც.)

***

თეოდორე ტიუტჩევი (1803-1873) - "რაოდენ სამწუხაროა, რომ ვერ პოულობ ისეთ სიტყვებს,რომლებითაც აზრს გადმოცემ."

***

” როდესაც უკვე სიკვდილის აჩრდილთა ხეობაში ხარ, მაშინაც კი არ ხდება ორჯერ ორი ექვსი.”_ ლევ ტოლსტოი.

(იგი ცხოვრობდა ასკეტური ცხოვრებით და განუდგა მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა უკანასკნელად სცადა მისი დარწმუნება შერიგებოდა ეკლესიას და კვლავ “მოქცეულიყო”. სწორედ ეს პასუხი მიიღო მისგან)

***

ბობ მარლი - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ფულით ვერ იყიდი სიცოცხლეს"

***

ბეკეტის ერთ-ერთი გმირის ეპიტაფია: “აქ განისვენებს ის, ვინც იმდენჯერ გაექცა სიკვდილს, რომ საბოლოოდ მხოლოდ ახლა გათავისუფლდა”.

***

ლენინი – გარდაიცვალა ჭკუიდან შეშლილი, სიკვდილის წინ იგი ცოდვების მიტევებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს.

***

ლე­გენ­და­რუ­ლი ეს­პა­ნე­ლი სი­უ­რე­ა­ლის­ტის, სალ­ვა­დორ და­ლის ბოლო სი­ტყვე­ბი იყო: "სად არის ჩემი სა­ა­თი?"

***

უინსტონ ჩერჩილის უკანასკნელი სიტყვები იყო – „ვაიმე რა უგუნური ვყოფილვარ”

***

ალ კაპონე: “გვედრებ შეწყალებას იესო.”

***

Eazy E-ს საფლავის ქვაზე წერია ესეთი რამ: We loved him, but God has Loved him more; (ჩვენ ის გვიყვარდა მაგრამ ღმერთს უფრო ყვარებიაო).

***

როდესაც მომაკვდავ გენიას მღვდელმა ჰკითხა: “შეიწყალებს ღმერთი თქვენს სულს?”, ჩაპლინმა მიუგო: “რატომაც არა? ყოველივე ამის შემდეგ, ხომ ის მაინც მისი საკუთრებაა!”

***

საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”.

***

გიორგი მაზნიაშვილის უკანასკნელი სიტყვები: "თქვენ შეგიძლიათ მომკლათ დღეს, მაგრამ ათწლეულების შემდეგ ქართველი ერი მე ისევ გამაცოცხლებს, რადგან მე უკვდავი ვარ მათ გულებში."

***

ემიგრაციაში გარდაცვლილი კოკი დადიანის საფლავს აწერია: ”მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე:”ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”.

***

მიხეილ ჯავახიშვილის ეპიტაფია წერაქვში სიმბოლურ ქვაზე: “აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს”.

***

გრიგორი ზინოვიევი – ლენინის თანამებრძოლი. სიკვდილის წინ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენთან არს, ერთი ღმერთი”. იგი დახვრიტეს სტალინის ბრძანებით.

***

ემელიან იაროსლავსკი, ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი – „გევედრებით დაწვით ყველა ჩემი წიგნი! შეხედეთ წმინდანს, იგი დიდი ხანია მელოდება და აქ არის”.

***

იაგოდა – საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

***

“დაშავდა ვინმე?”_ რობერტ კენედი.

(მიმართა თავის ცოლს რამდენიმე წამით ადრე, სანამ კომაში ჩავარდებოდა.)

***

ეპიტაფია ენდრიუ კარნეგის საფლავზე: “აქ განისვენებს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა“.

***

ალფრედ ჰიჩკოკი ( რეჟისორი ) - "არავინ არ იცის რა იქნება ბოლოს. ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ, თუმცა კათოლიკები "კვებავენ" თავიანთ იმედებს".

***

ნ. დუმბაძე: “ არაფერი არ თქვათ ბიჭებო!”

***

ოთარ ჭილაძემ საავადმყოფოში, უკანასკნელ ჟამს მოკრებილი უკანასკნელი ძალით სამი სიტყვა უთხრა თავზე მდგომ დას: "ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ..."