1.2.101 Выбор, выбирать - избирать

Исх.17,9 Чис.14,2 Вт.7,6; 30,19 Иисн.24,15; 1цар.2,28; 8,18; 10,24; 15,11; 2Пар.6,6 Пс.118,9 Пр.8,19 Ис.45,1-4 Матф.19,21.22; 20,16; 24,24 Лук.6,13 Ин.3,19-21; 9,39-41 Деян.6,5; 13,46; 15,22.40; 26,19; 1Пет.2,4.5; 1Ин.2,18.19 Рим.5,12; 8,7.8; 1Кор.1,27.28 Еф.1,16-19; 4,17-19 Евр.11,8-10.24-27

1.2.101 არჩევანი

ცხოვრებისეულ საქმეებში:

- ცოლის დაბ.6,2

- მიწის დაბ.13,11; 20,15

- მებრძოლების გამ.17,9

- მეფის 1მფ.8,18

- მოწაფეების ლუკ.6,13

- დიაკვნების საქ.6,5

- მისიონერების საქ.15,40

- ელჩების საქ.15,22

.

ღმერთმა აირჩია:

- მოსე წინამძღოლად რიცხ.16,5

- ლევიანები სატაძრო მსახურებისთვის 1მფ.2,28

- მეფეები 1მფ.10,24

- იერუსალიმი 2ნეშ.6,6

- ისრაელი თავის ხალხად რჯ.7,6

- კიროსი გამანთავისუფლებლად ეს.45,1-4

- მორჩილი (მესია) ეს.42,1-7

- ახალი ისრაელი (ეკლესია) 1პეტ.2,4.5

- უჩინონი ქვეყნისა 1კორ.1,27.28

- რჩეულნი მათ.20,16

.

კაცი ირჩევს... შორის:

- ღმერთსა და ეშმაკს დაბ.3,1-11

- სიცოცხლესა და სიკვდილს რჯ.30,19

- ღმერთსა და კერპებს იესნ.24,15-28

- მორჩილებასა და დაუმორჩილებლობას 1მფ.15,1-35

- ღმერთსა და ბაალს 3მფ.18,21-40

- სიბრძნესა და გზააბნულობას იგავ.8,1-21

- ქრისტესა და ანტიქრისტეს 1იოან.2,18.19

.

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ კაცის არჩევანს:

- ცოდვით დაცემა რომ.5,12

- კაცის გაფუჭებული ბუნება იოან.3,19-21

- სულიერი სიკვდილი ეფ.4,17-19

- სიბრმავე იოან.9,39-41

- ვერშემძლეობა რომ.8,7.8

.

არასწორი არჩევანი:

- ღმერთისადმი დაუმორჩილებლობა რიცხ.14,1-45

- ხორციელი სულიერის მაგიერ დაბ.25,29-34

- ცრუწინასწარმეტყველებს გაყოლა მათ.24,24

- დათმობა ქვეყნიერების წინაშე მათ.19,16-22

- ღვთის აღთქმების უარყოფა საქ.13,44-48

.

სწორი არჩევანი:

- ღვთის სიტყვის მიღება ფს.118,9

- ღმერთს მინდობა ებრ.11,24-27

- მორჩილება საქ.26,19-23

- ლოცვები ეფ.1,16-19

- რწმენა ებრ.11,8-10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?

დაბადება 6

2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.

დაბადება 13

11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.

დაბადება 20

15 . უთხრა აბიმელექმა: "აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გენებოს, იქ დამკვიდრდი”.

დაბადება 25

34. მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.

გამოსვლა 17

9. უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.

რიცხვნი 14

2. აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!

მეორე რჯული 7

6. რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

მეორე რჯული 30

19. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,

იესო ნავეს ძე 24

15. თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.

1მეფეთა 2

28. ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.

1მეფეთა 8

18. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.

1მეფეთა 10

24. უთხრა სამუელმა მთელს ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!

1მეფეთა 15

11. ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.

2ნეშტთა 6

6. მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად.

ფსალმუნი 118

9. რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.

იგავნი 8

19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.

ესაია 45

1. ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.

2. მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,

3. მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.

4. ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ.

მათე 19

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

მათე 20

16. ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.

მათე 24

24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.

ლუკა 6

13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:

იოანე 3

19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.

20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.

21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.

იოანე 9

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.

40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?

41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.

საქმეები 6

5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,

საქმეები 13

46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.

საქმეები 15

22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.

40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.

საქმეები 26

19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას,

1პეტრე 2

4. რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.

5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.

1იოანე 2

18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

რომაელთა 5

12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.

რომაელთა 8

7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.

8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.

1კორინთელთა 1

27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.

28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,

ეფესელთა 1

16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,

17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;

18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,

19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,

ეფესელთა 4

17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.

18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.

ებრაელთა 11

8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.

10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.