3.6.7. Прилежно молиться

Исх.34,6; 2цар.7,27 Иоил.2,12.13 Лук.22,44 Деян.12,5 Рим.1,[10] Еф.6,18

И прошел Господь пред лицем его и возгласил: Господь, Господь, Бог человеколюбивый и милосердый, долготерпеливый и многомилостивый и истинный, (Исх.34,6);

Так как ты, Господи Саваоф, Боже Израилев, открыл рабу Твоему, говоря: "устрою тебе дом ", то раб Твой уготовал сердце свое, чтобы молиться Тебе такою молитвою. (2цар.7,27)

Но и ныне еще говорит Господь: обратитесь ко Мне всем сердцем своим в посте, плаче и рыдании.

13 Раздирайте сердца ваши, а не одежды ваши, и обратитесь к Господу Богу вашему; ибо Он благ и милосерд, долготерпелив и многомилостив и сожалеет о бедствии.(Иоил.2,12.13)

, находясь в борении, прилежнее молился, и был пот Его, как капли крови, падающие на землю. (Лук.22,44)

Итак Петра стерегли в темнице, между тем церковь прилежно молилась о нем Богу. (Деян.12,5);

 

всегда прося в молитвах моих, чтобы воля Божия когда -нибудь благопоспешила мне придти к вам, (Рим.1,[10])

Всякою молитвою и прошением молитесь во всякое время духом, и старайтесь о сем самом со всяким постоянством и молением о всех святых (Еф.6,18)

3.6.7. გულმხურვალე ლოცვა, ვედრება, ღაღადი

გამ.34,6; 1მფ.1,10-16; 2მფ.7,27 იოვ.2,12.13 ლუკ.22,44 საქ.12,5 რომ.1,[10] ეფ.6,18

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 34

6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

1მეფეთა 1

10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.=1.6.20.

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.

13. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.

14. უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.

15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

16. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს.

2მეფეთა 7

27. რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.

იოველი 2

12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.

13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.

ლუკა 22

44. ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.

საქმე მოციქლთა 12

5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.

რომაელთა 1

10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.

ეფესელთა 6

18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

თემაზე წერდნენ

 თავის ფიქრებში ღრმად ჩანთქმულს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს - ლოცულობდა და ლოცლობდა. მე ამან დიდად ამაღელვა. მე მინდოდა, რომ მას ხმა აეწია და თავისი ლოცვა-ვედრება უფრო მკაფიოდ აღევლინა, მაგრამ არა, ეგ კაცი ხველებითაც კი ჩუმად ახველებდა. არავის თვალს არ უნდა ენახა, თუ როგორ ღვრიდა იგი ცრემლს, არავის ყურს არ უნდა გაეგონა მისი ლოცვა-ვედრება. სულითა და გულით ვუსურვე, რომ ზეცას ყურად ეღო მისი ხვეწნა-მუდარა.

სეი სიონაგონი

 

 სულის მიერ დაკვესებული ცეცხლისგან სუნთქვა მეკვრის და უფლის მიერ გამხნევებული უფრო ხარბად ვლოცულობ, ნიაღვრად მოედინებიან სიტყვები.

მირზა ბადიაური