4.11.4 Что нам велят и не выполняют - исполнят нам

Нет ничего более безрассудного, чем человек,

который дает хорошие советы и плохие примеры своей личной жизнью.

«Итак все, что они велят вам соблюдать, соблюдайте и делайте;

по делам же их не поступайте, ибо они говорят, и не делают...» Матф.23:3-27 Безрассудный - не сдерживаемый доводами рассудка.

4.11.4 რასაც გვირჩევენ და არ ასრულებენ - აღვასრულოთ

რჯ.5,27-29; 17,10 მათ.23,2.[3]

- ღმერთს დავემორჩილოთ და არა ადამიანებს საქ.5,29

- თვითმრწმენ ბრმებს მათ.23,13 რომ.2,19-23

- ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს მათ.15,9

- მოვერიდოთ მათი საქმეების აღსრულებას მათ.23,3; 2ტიმ.3,5 ტიტ.1,16

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 5

27. ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გამოგიცხადებს. ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ.

28. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.

29. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.

მეორე რჯული 17

10. ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.

მათე 15

9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.

მათე 23

2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;

3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.

13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.

საქმეები 5

29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.

რომაელთა 2

19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,

20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.

21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?

22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?

23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?

2ტიმოთე 3

5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.

ტიტე 1

16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.