2.7.19. Возносят молитвы святых пред Богом

Тов. 12,[15]

2.7.19. ანგელოზებს წმიდათა ლოცვები მიაქვთ ღმერთის წინაშე

ტობ. 12,[15] გმცხ.5,8; 8,3.4

__ბიბლიის მუხლები__

ტობითი 12

15. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.

გამოცხადება 5

8. წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია.

გამოცხადება 8

3. მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან დადგა; ოქროს საცეცხლური ეჭირა, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ;

4. და ანგელოზის ხელით ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ღვთის წინაშე.

__არაკანონიკური მუხლის კომენტარი__

***

ტობ.12,15 ანგელოზი ტობითსა და ტობიელს თავის ნამდვილ ბუნებას უცხადებს. ღვთის წინაშე "ამაღლებულ" რაფაელს ღმერთი დედამიწაზე ადამიანთა განსაკურნებლად აგზავნის. ანგელოზების შუამდგომლობა ადამიანებისადმი [კანონიკური წიგნების] ანგელოლოგიაშიც ივარაუდება (იხ. იობ.5,1; 33,23 ზაქ.1,12 გმცხ.8,2-4)

__ბიბლია განმარტებებით ტ.6__