1.2.112 Дворец, чертог - жилище царя

2Пар.9,11 Езд.6,2 Неем.7,2 Пс.44,8.15; 143,12 Ис.13,22 Иер.30,18 Ам.3,9 Матф.26,57 Лук.7,25

1.2.112 სასახლე, დარბაზები

ასე უწოდებდნენ:

- სამეფო სახლებს 2ნეშ.9,11

- წარმართი მეფეების სახლებს ეზრ.6,2

- ციხე-სიმაგრეს ნეემ.7,2

- მღვდელმთავრის საცხოვრებელს მათ.26,57

.

ნათქვამია:

- ფუფუნება ლუკ.7,25

- გავერანება ეს.13,22

- მეფეთა ბრძანებების გამოცემის ადგილი ამ.3,9

.

სიმბოლურად:

- მესიის ტაძარი ფს.44,8.15

- ღვთაებრივი ქმნილება ფს.143,12

- საუკუნო ქალაქი იერ.30,18

.

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 9

11. სანდალოზის ხის საფეხურები გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; არასდროს უნახავს ვინმეს ამის მსგავსი რამ იუდას ქვეყანაში.

ეზრა 6

2. და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის სასახლეში, ერთი გრაგნილი, რომელზეც ასე ეწერა: სამახსოვრო წიგნი.

ნეემია 7

2. ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.

ფსალმუნი 44

8. მთელი შენი სამოსი, როგორც მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან ქნართა ხმა გაგამხიარულებს შენ;

15. მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.

ფსალმუნი 143

12. რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.

ესაია 13

22. აფთარნი იღმუვლებენ დაქცეულ სასახლეებში და ტურები დაიწყებენ კივილს საზეიმო დარბაზებში; მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.

იერემია 30

18. ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.

ამოსი 3

9. გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში!

მათე 26

57. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.

ლუკა 7

25. მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.

-----------------------

ედუარდ პოინტერის ნახატი