4.15.59 Невеста

4.15.59 სასძლო, პატარძალი, დედოფალი

(დანიშნული ან ახლადდაქორწინებული ქალიშვილი)

.

- იღებს საჩუქრებს დაბ.24,53

- არაჩვეულებრივი მზითევი 3მფ.9,16

- ჰყავს მხევლები დაბ.24,61

- ფარავს რიდე დაბ.24,65

- ატარებს სამკაულებს ეს.61,10

- ჰყავს მეგობრები ფს.44,9

- აკურთხებენ, ლოცავენ რუთ.4,11.12

- უნდა დაივიწყოს მამის სახლი ფს.44,10

- უნდა იყოს უბიწო 2კორ.11,2

- დგება ნეფის გვერდით ფს.44,9

- ახარებს ნეფეს ეს.62,5

- ირთვება ნეფისთვის გმცხ.19,7.8

.

სიმბოლირებს:

- ისრაელს ეზეკ.16,8-14

- ეკლესიას გმცხ.21,2.9

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

53. ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.

61. შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.

65. ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.

რუთი 4

11. უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!

12. იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.

3მეფეთა 9

16. ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.

ფსალმუნი 44

9. მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა ოფირის ოქროთი შემკული დედოფალი.

10. მისმინე, ასულო, მოიხედე და ყური მომაპყარ. დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.

ესაია 61

10. სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.

ესაია 62

5. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ასე იქორწინებენ შენზე შენი ძენი, და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთი.

ეზეკიელი 16

8. კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.

9. როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.

10. მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.

11. სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.

12. ნესტოზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე - საყურეები, თავზე მშვენიერი გვირგვინი დაგადგი.

13. ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.

14. სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” - ამბობს უფალი ღმერთი.

2კორინთელთა 11

2. ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

გამოცხადება 19

7. გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.

8. და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.

გამოცხადება 21

2. და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.

9. და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.

------------------------

სურათზე: დაბ.24,61

შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა