1.8.80 Кто ишет Бога, находить

Вт.4,29; 2Пар.11,16 Езд.6,21; 8,22 Пс.23,6; 39,16 Ис.26,9; 65,1 Ам.5,6 Соф.1,6 Матф.8,8 Лук.11,10 Рим.3,11

1.8.80 ღმერთს ვინც ეძებს, ჰპოვებს

რჯ.4,29; 2ნეშ.11,16 ეზრ.6,21; 8,22 ფს.23,6; 39,16 ეს.26,9; 65,1 ამ.5,6 სოფ.1,6 მათ.8,8 ლუკ.11,10 რომ.3,11

 

ბიბლიის მუცლები

 

მეორე რჯული 4

29. მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.

 

2ნეშტთა 11

16. ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.

 

ეზრა 6

21. ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.

 

ეზრა 8

22. რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: "ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”

 

ფსალმუნი 23

6. ასეთია თაობა მაძიებელთა, ვინც ეძებს შენს სახეს, ღმერთო იაკობისა!

 

ფსალმუნი 39

16. იზეიმოს და იმხიარულოს ყველამ, ვინც შენ გეძებს. შენი ხსნის მოყვარულებმა თქვან მუდამ: დიდია უფალი!

 

ესაია 26

9. შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.

 

ესაია 65

1. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდა; ვაპოვნინე თავი მათ, ვინც არ მკითხულობდა. ვუთხარი: "აქ ვარ!” ხალხს, რომელიც არ იწოდებოდა ჩემი სახელით.

 

ამოსი 5

6. ეძებეთ უფალი, რომ იცოცხლოთ, თუ არა და ცეცხლივით გამოენთება იგი იოსების სახლიდან, შთანთქავს ბეთელს და არავინ იქნება ჩამქრობი.

 

სოფონია 1

6. მათ, ვინც განუდგნენ უფალს, აღარ ეძებდნენ და აღარაფერს ეკითხებოდნენ.

 

მათე 7

8. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.

 

ლუკა 11

10. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.

 

რომაელთა 3

11. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.

 

__თემაზე წერდნენ__

***

მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთის ძიებაში ვიყავი მე შლეგი ფხოვში, ლაზისტანსა და ბიზანტიაში.

მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს ჩემთვის არსთაგამრიგეს. ყველაფერი იმისთვის შეემმთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.

__ კონსტანტინე გამსახურდია __