2.12.27 Рождение - заранее предсказанное

было:

- Измаила Быт.16,11

- Исаака Быт.18,10

- Самсона Суд.13,3.24

- Самуила 1цар.1,11.20

- Иосии 3цар.13,2

- сына сунамитианки 4цар.4,16.17

- Иоана Крестителя Лук.1,13

- Христа Пс.2,7 Ис.7,14 Мих.5,2.3 Матф.2,1-6 Деян.13,33

2.12.27 შობა - ნაწინასწარმეტყველები

იყო:

- ისმაელის დაბ.16,11

- ისააკის დაბ.18,10

- სამსონის მსაჯ.13,3.24

- სამუელის 1მფ.1,11.20

- იოშიას 3მფ.13,2

- შუნამელი ქალის ძის 4მფ.4,16.17

- იოანე ნათლისმცემლის ლუკ.1,13

- ქრისტეს ფს.2,7 ეს.7,14 მიქ.5,2.3 მათ.2,1-6 საქ.13,33

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

11. უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.

დაბადება 18

10. და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.

მსაჯულნი 13

3. გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.

24. შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.

1მეფეთა 1

11. აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.

20. დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.

3მეფეთა 13

2. დასძახა სამსხვერპლოს უფლის სიტყვა და თქვა: "სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ვაჟი დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი, მსხვერპლად დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ შენზე და კაცთა ძვლებს დაწვავენ შენზე”.

4მეფეთა 4

16. უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.

17. დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.

ფსალმუნი 2

7. გაუწყებთ უფლის დადგენილებას - მან მითხრა: "ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს;

ესაია 7

14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.

მიქა 5

2. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

3. ამიტომ უფალი მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, ვინც უნდა შვას; და დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.

მათე 2

1. დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:

2. "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.

3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.

5. უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.

ლუკა 1

13. უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.

საქმეები 13

33. ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.