4.19.29 Горсть - мера

4.19.29 მუჭა, პეშვი

როგორც საზომი ერთეული, საწყაო

.

როცა საუბარია...

- ეგვიპტის სასჯელი გამ.9,8

- შესაწირავი ლევ.16,12 რიცხ.5,26

- უმნიშვნელო რამ 3მფ.20,10 ფს.128,7 ეზეკ.13,19

- შესაქმის სიდიადე იგავ.30,4 ეს.40,12

- სიმშვიდე ეკლ.4,6

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9

8. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.

ლევიანნი 16

12. აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით.

რიცხვნი 5

26. აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.

3მეფეთა 20

10. შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.

ფსალმუნი 128

7. რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.

იგავნი 30

4. ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?

ეკლესიასტე 4

6. ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.

ესაია 40

12. ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?

ეზეკიელი 13

19. შემბღალეთ ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის ჩემს ხალხთან, რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ უნდა მოკვდნენ და ცოცხლად ტოვებთ იმათ, რომლებიც არ არიან საცოცხლებელნი; ჩემს ხალხს ატყუებთ, ტყუილის მომსმენთ.