2.12.23 Вознесение Христа

Пс.109,1 Марк.16,[19] Лук.9,51; 24,50-52 Ин.13,1; 16,28 Деян.1,2.9-11; 3,21; 1Пет.3,22 Евр.4,14; 7,26; 9,24

2.12.23 ამაღლება ქრისტესი

ფს.109,1 მარ.16,[19] ლუკ.9,51; 24,50-52 იოან.13,1; 16,28 საქ.1,2.9-11; 3,21; 1პეტ.3,22 ებრ.4,14; 7,26; 9,24

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 109

1. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.

მარკოზი 16

19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.

ლუკა 9

51. მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.

ლუკა 24

50. ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.

51. კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.

52. მათაც თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.

იოანე 13

1. პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.

იოანე 16

28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.

საქმეები 1

2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,

9. ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.

10. მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში.

11. უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.

საქმეები 3

21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.

1პეტრე 3

22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

ებრაელთა 4

14. გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, - იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.

ებრაელთა 7

26. ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,

ებრაელთა 9

24. ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე.