3.48.43 Временные благословения

3.48.43 დროებითი კურთხევები

მორწმუნისთვის დროებით კურთხევად იწოდება:

- მიწის მოსავალი დაბ.8,22

- ღვთის მატერიალური წყალობა დაბ.24,12-14.42-44

- კეთილდღეობა რჯ.8,7-18

- შვილები ფს.126,3-5

- წვიმა მათ.5,45

- საკვები და სამოსელი ლუკ.12,22-31

- სიცოცხლის შენარჩუნება 2ტიმ.4,16-18

.

დახასიათებულია როგორც

- ღმერთისგან ბოძებული ნეემ.9,15

- ღვთის მწყემსური მზრუნველობა ფს.22,1-6

- აღთქმული იგავ.3,9.10

- ლოცვის საგანი მათ.6,11

.

მიღება:

- შეესატყვისება მორჩილების ხარისხს მალ.3,7-11 მათ.6,25-31

- უნდა გვახსოვდეს რჯ.8,2.3

- არ დავივიწყოთ კურთხევებისთვის მადლიერნი ვიყოთ და განვადიდოთ ღმერთი ფს.102,2-5

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8

22. სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.

დაბადება 24

12. თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.

13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.

14. ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.

მეორე რჯული 8

2. გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.

3. გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.

7. ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;

8. ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,

9. ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამ პურს და არაფერი მოგაკლდება; მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ.

ნეემია 9

15. მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.

ფსალმუნი 22

1. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

ფსალმუნი 102

2. აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე;

3. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

4. საფლავისგან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და სიკეთის გვირგვინის დამდგმელი;

5. სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, არწივივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

ფსალმუნი 126

3. აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური.

4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის.

5. ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.

იგავნი 3

9. პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;

10. და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.

მალაქია 3

7. თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?

8. განა გაძარცვავს ღმერთს ადამიანი? თქვენ კი მძარცვავთ და თან კითხულობთ: როგორ გაგძარცვეთო? მეათედით და შესაწირით!

9. წყევლით ხართ დაწყევლილნი, რადგან მთელი ერი მძარცვავთ.

10. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით - ამბობს ცაბაოთ უფალი - თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.

11. შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს - ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 5

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათე 6

11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;

25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?

26. შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

27. ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?

28. სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.

29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?

31. მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?

ლუკა 12

22. უთხრა თავის მოწაფეებს: "ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ დარდობთ თქვენს თავზე - რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის - რით შეიმოსოთ.

23. რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული - სამოსელზე.

24. ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?

25. რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს?

26. მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღად დარდობთ?

27. დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

28. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

29. ამიტომ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.

30. რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ხალხები ეძიებენ; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი.

31. მაშ, ეძიეთ ღმერთის სამეფო და ყოველივე ეს შეგემატებათ.

2ტიმოთე 4

16. როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.

17. მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.

18. გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!