3.52.19 Исповедание грехов

Если он виновен в чем-нибудь из сих, и исповедается, в чем он согрешил /лев 5,5/

Тогда признаются они в беззаконии своем и г беззаконй отцов своих, как они совершали преступления против меня,

За что я шёл против них и ввел их в землю врагов их; тогда покорится необрезанное сердце их, и тогда потерпят они за беззакония свои.

И я вспомню завет Мой с Иаковом, и завет Мой с И сааком, и завет Мой с Авраамом вспомню, и землю вспомню. Тогда как земля оставлена будет ими, и будет удовлетворять себя за субботы свои, опустев от них, и они будут терпеть за своё беззаконие, за то, что прзирали законы Мои и душа их гнушалась постановлениями Моими. /Левит26,40-43/

Скажи сынам Израилевым: если мужчина ли женщина сделает какой-либо грех против человека, и чрез это сделает преступление против Господа, и виновна будет душа та;

То пусть исповедаются в грехе своем, который они сделали, и возвратят сполна то, в чем виновны, и прибавят к тому пятую часть и отдадут тому, против кого они согрешили. (Числа5,6.7).

Но когда они возопили к Господу и сказали: "согрешили мы, ибо оставили Господа и стали служить Ваалам и Астартам, теперь избавь нас от руки врагов наших, и мы будем служить Тебе" (1-я Царств 12,10)

3.52.19 ცოდვების აღიარება

ვლინდება:

- მონანიებაში – რიცხ.5,7 ფს. 50,1-10

- ცოდვის აღიარებით ეს.43,25; 1იოან.1,8-10

- გაცნობიერება ცოდვის იერ. 3,25

.

შედეგები:

- პატიება – ფს. 31,5; 102,3 იერ.31,34

- წყალობის მიღება – იგავ. 28,13

- განკურნება – იაკ. 5,16

.

მაგალითები:

- აარონი – რიცხ.12,11

- ყაქანი იესნ.7,20

- საული 1მფ.15,24

- დავითი – 2მფ.24,10

- ეზრა – ეზრ.9,6

- ნეემია – ნეემ.1,6.7

- დანიელი – დან.9,4

- პეტრე – ლუკ.5,8

- მებაჟე – ლუკ.18,13

- ავაზაკი ჯვარზე – ლუკ.23,39-42

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 5

7 აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.

რიცხვნი 12

11 უთხრა აჰარონმა მოსეს: "გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.

იესო ნავეს ძე 7

20. და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე.

1მეფეთა 15

24. უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ განვერიდე უფლის სახეს და გადავუხვიე შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და მის ხმას გავუგონე.

2მეფეთა 24

10 გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: "დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.

ეზრა 9

6 ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.

ნეემია 1

6 მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.

7 დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს.

ფსალმუნი 31

5 ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.

ფსალმუნი 50

1 შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

2 სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან.

3 ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.

4 შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო - შენს სამართალში.

5 აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.

6 აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს.

7 მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.

8 ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე.

9 სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.

10 სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.

ფსალმუნი 102

3 ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

იგავნი 28

13 ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ესაია 43

25 მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.

26 გამახსენე და ერთად განვსაჯოთ; შენ მოყევი, რათა გამართლდე.

იერემია 3

25 ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ზედ ჩვენი გაწბილება გვახურავს, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს ვცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა სიყმაწვილიდან დღემდე; არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას!”

იერემია 31

34 და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.

დანიელი 9

4 ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!

ლუკა 5

8 ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: "გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ”.

ლუკა 18

13 ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

ლუკა 23

39 ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: "განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც”.

40 მეორე გაუჯავრდა და უთხრა: "ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

41 ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.

42 და უთხრა: "იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ”.

იაკობი 5

16 აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

1იოანე 1

8 თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9 თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

10 თუ ვამბობთ, არ შეგვიცოდავსო, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

__თემაზე წერდნენ__

***

როდესაც სცოდავ, თქვი, მე ვცოდე, ასეთ გამართლებაზე სამართლიანი არაფერია, მხოლოდ ასე მოიპოვებ ღვთის წყალობას.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

გეშინოდეთ იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მიუტევებია შენთვის ღმერთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღმერთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში – განუზომელია.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ათასგზისაც რომ შეცოდო (ოღონდ არა შეგნებული წინასწარი განზრახვით), მაგრამ შემდეგ გულწრფელი სინანულით მიეახლო ღმერთს, იცოდე რომ კვლავ და კვლავ განიწმინდები სიბილწისაგან და შენ მიერ ჩადენილ ურჯულოებათაგან.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

შვიდჯერ წაიქეც? რვაჯერ წამოდექიო!

__ იაპონური ანდაზა __

***

გამომჟღავნება თავის შეცდომისა და ცოდვებისა, იგივე გმირობა.

__ ვაჟა-ფშაველა __

***

ნუ შეუშინდებით შეცდომას, თუ იგი საბედისწერო არ გამოდგა, ოღონდ დროზე შენიშნეთ, აღიარეთ და შეასწორეთ.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***

ხშირად, აღსარების შემდეგ, გვრჩება ცოდვა ან ვაყენებთ ვნებას ვინმეს. როგორ უნდა მოვიქცეთ განწმენდილნი, როგორ უნდა მოვიქცეთ გამართლებულნი? როცა ჩვენ ვინანიებთ და ვაბარებთ აღსარებას (რაც უფრო ხშირად მით უკეთესი), ვიღებთ შეწყალებას და მადლს. ნუ ვიფიქრებთ, რომ უნდა შევწყვიტოთ აღსარება. მთელი ქრისტიანული ცხოვრება აღსარებით ცხოვრებაა. უნდა ვაღიარებდეთ ცოდვებს ყოველდღიურად და ყოველ წუთს. ყოველთვის, როცა ვხსნით პირს, რომ ვილოცოთ, არ უნდა ვთქვათ არცერთი სიტყვა მონანიების გარეშე. აღსარების შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილები ვრჩებით. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლისგანაც გამუდმებით ვისვრებით, ამიტომ გვირჩევენ ექიმები, რომ ხშირად ვიბანოთ ხელები, რათა არ დავავადდეთ. სწორედ ასევე გვჭირდება ხშირი მონანიება და აღსარების თქმა.

__ ვოჩმან ნი __

***

საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.

საკუთარი შეცდომების აღიარება იმ ნათელ ზედაპირსა ჰგავს მტვრის განწმენდის შემდეგ რომ გამოანათებს ხოლმე. თავს მუდამ უფრო მღვიძარედ ვგრძნობ, როცა საკუთარ შეცდომას ვაღიარებ.

__ მაჰატმა განდი __

***

- ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ერიდება ცოდვების აღიარება. ეს უფრო ხომ არ ამძიმებს მის ცოდვას? – ჟურნალისტი მაია კახიძე.

- სირცხვილი ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა. პირველ ადამიანებს, თავიანთი დანაშაული რომ ეღიარებინათ – ე.ი. სინანული დაუფლებოდათ და თავის მართლება არ დაეწყოთ – ღმერთი მიუტევებდა, მაგრამ ადამმა, იმის მაგივრად, რომ ღმერთისგან შენდობა ეთხოვა, ღვთის მცნების დარღვევა ევას გადააბრალა, ევამ კი – გველს, რითაც კიდევ უფრო დაიმძიმეს საკუთარი მდგომარეობა . . . ადამიანი, რომელსაც რცხვენია ცოდვების აღიარება, ადამის უგუნურებას იმეორებს.

__ გენ.პროკურორი ვახტანგ რაზმაძე __