1.4.9. Обличение очищает совесть и спасает душу от гибели

Плач.2,14 Мих.7,9 Ин.3,21,, 1Кор.14,24.25,, 2Кор.4,2,, 10,5 Еф.5,[13]

И сказал Авенир Иоаву: пусть встанут юноши и поиграют пред нами. И сказал Иоав: пусть встанут. (Плач.2,14);

Гнев Господень я буду нести, потому что согрешил пред Ним, доколе Он не решит дела моего и не совершит суда надо мною; тогда Он выведет меня на свет, и я увижу правду Его. (Мих.7,9);

а поступающий по правде идет к свету, дабы явны были дела его, потому что они в Боге соделаны. (Ин.3,21),

Но когда все пророчествуют, и войдет кто неверующий или незнающий, то он всеми обличается, всеми судится.

25 И таким образом тайны сердца его обнаруживаются, и он падет ниц, поклонится Богу и скажет: истинно с вами Бог. (1Кор.14,24.25);

но, отвергнув скрытные постыдные дела, не прибегая к хитрости и не искажая слова Божия, а открывая истину, представляем себя совести всякого человека пред Богом. (2Кор.4,2);

и всякое превозношение, восстающее против познания Божия, и пленяем всякое помышление в послушание Христу, (2Кор.10,5);

Все же обнаруживаемое делается явным от света, ибо все, делающееся явным, свет есть.

Все же обнаруживаемое делается явным от света, ибо все, делающееся явным, свет есть. (Еф.5,[13])

1.4.9. მხილება სინდისს სწმენდს და წარწყმედისგან იხსნის სულს

გოდ. 2,14; მიქ. 7,9; ინ. 3,21; 1კორ. 14,24.25; 2კორ. 4,2; 10,5; ეფ. 5, 13]

ბიბლიის მუხლები

გოდება 2

14. შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.

მიქა 7

9. დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.

იოანე 3

21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.

1კორინთელთა 14

24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 

 

25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.

2კორინთელთა 4

2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.

2კორინთელთა 10

5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. 

ეფესელთა 5

13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, 

თემაზე წერდნენ

ცოდვა გამჟღავნებული სჯობსო.

 

ქართული ხალხური

 

სიყალბის მხილება ადამიანის სინდისს სწმენდს და წარწყმედისგან იხსნის სულს.

ბლეზ პასკალი

***

საკუთარ თავს შეიძლება რომ პირდაუღებლადაც მიაფურთხო.

__სტანისლავ ეჟი ლეცი__

 

***

სარკეში მარტო ჩვენს სახეს კი არ უნდა ვამოწმებდეთ, უნდა გვქონდეს სარკე სულისა, ხშირად უნდა ჩავიხედოთ და განვიწმიდოთ იმ ჭუჭყისაგან...

__გიორგი შატბერაშვილი__

 

***

და იქმნა კაცთათვის: სინდისი - ნიჭად მხილებისათვის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისსავე ხარვეზთა დაძლევისათვის.

__ჭაბუა ამირეჯიბი__

 

*** 

ცოდვა ჯერ კიდევ არაა საშიში, როცა გერცხვინება და გეჩოთირება. 

__შოთა ორველაშვილი__

 

*** 

შუბლის ძარღვი რაც უნდა გაწყვეტილი ჰქონდეს კაცს, მაინც ქენჯნის მას.

ბორდელის მეძავშიც კი ტოკავს ის.

ცოდვილთა შორის დაიარება და ხედავს...

ცოცხლობს ან ცოცხლდება და იღწვის.

სასწაულია:

მკვდარი რომ გგონია სულიერად უკვე...

უცებ...

„ეს აღარ უნდა ვქმნა!“

„...ამას მიკრძალავს...ის“

„ეს არ ესათნოება... მას“

„და თანაც მავნებს!“

ცრემლი წარსულის გამო...

და მას აღარ ახსოვს, აღარ გვახსენებს!

რა დიდებულია!

და აი, ის, რომელიც კვდებოდა ჩვენში, ცოცხალია და სურს იღვაწოს.

სინდისი როდესაც გქენჯნის, უფლისთვის სათნოა შენი ჯვარი.

და უკვე შესაძლებელია გაიგონო შენში ღვთის ხმა! 

__მირზა ბადიაური__