1.4.8. От кого осознание наготы доброго и злого в нас? Совесть различает хорошее и худое

Быт.3,5.[7]-11 Ис.47,3,, 1Ин.3,20 Евр.4,13 Отк.3,17.18,, 16,15

но знает Бог, что в день, в который вы вкусите их, откроются глаза ваши, и вы будете, как боги, знающие добро и зло.(Быт.3,5);

И открылись глаза у них обоих, и узнали они, что наги, и сшили смоковные листья, и сделали себе опоясания.

8 И услышали голос Господа Бога, ходящего в раю во время прохлады дня; и скрылся Адам и жена его от лица Господа Бога между деревьями рая.

9 И воззвал Господь Бог к Адаму и сказал ему: где ты?

10 Он сказал: голос Твой я услышал в раю, и убоялся, потому что я наг, и скрылся.

11 И сказал: кто сказал тебе, что ты наг? не ел ли ты от дерева, с которого Я запретил тебе есть? (Быт.3,5.[7]-11).

Откроется нагота твоя, и даже виден будет стыд твой. Совершу мщение и не пощажу никого. (Ис.47,3)

0 ибо всякий, делающий злое, ненавидит свет и не идет к свету, чтобы не обличились дела его, потому что они злы. (Ин.3, 20).

И нет твари, сокровенной от Него, но все обнажено и открыто перед очами Его: Ему дадим отчет. ( Евр.4,13). 

Ибо ты говоришь: "я богат, разбогател и ни в чем не имею нужды "; а не знаешь, что ты несчастен, и жалок, и нищ, и слеп, и наг.

18 Советую тебе купить у Меня золото, огнем очищенное, чтобы тебе обогатиться, и белую одежду, чтобы одеться и чтобы не видна была срамота наготы твоей, и глазною мазью помажь глаза твои, чтобы видеть. (Отк.3,17.18). Се, иду как тать: блажен бодрствующий и хранящий одежду свою, чтобы не ходить ему нагим и чтобы не увидели срамоты его. (Откр. 16,15)

1.4.8 მიხვედრა, შიშველნი რომ ვართ

ვაცნობიერებთ ჩვენში კეთილს და ბოროტს და თუ ვისგანაა. 

სინდისი ანსხვავებს ავსა და კარგს 

დაბ. 3,5.[7]-11; ეს. 47,3; 1ინ. 3,20; ებრ. 4,13; გმცხ. 3,17.18; 16,15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.

 

7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. 

 

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.

 

9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?

 

10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.

 

11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?

ესაია 47

3. გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.

1იოანე 3

20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.

ებრაელთა 4

13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

გამოცხადება 3

17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.

 

18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.

გამოცხადება 16

15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.

__თემაზე წერდნენ__

*** 

ლამაზი ქალის მწყემსი მისი სინდისიაო.

__ ქართული ხალხური__

 

*** 

საუკეთესო და მოუსყიდველი მსაჯული თითოეული კაცისათვის არის თავისივე სინდისი.

__ქართული ხალხური__

 

***

 თუ იმ კარგთან, რომელიც მე მინდა გავაკეთო, ახლოა ავი და ცუდი, სჯობს იგი კარგი არ ვქმნა. __შილერი__

 

*** 

სინდისი - კანონთა კანონია. 

__ლამარტინი__

 

*** 

დაფიქრდი! ზოგი სინდისს ჰკითხე, რა გემართება? 

__გოეთე__

 

*** 

როდესაც ფული ჩანთაში ჩაალაგა, უცბად რაღაც ზიზღმა შეიპყრო. არა, ამას ვერ გააკეთებს, ვერა! ხომ საქვეყნოდ მოეჭრა თავი! აბა იფიქრეთ, რა ამბავი ატყდება? პოლიცია მაშინვე გამოედევნება! უნდა გაიქცეს სადმე! მაგრამ სად? ო, რა საშინელებაა გაექცე მართლმსაჯულებას!

ჰამსტრუდმა.... ფული უკან ჩააწყო. ისე ღელავდა, რომ უჯრები ერთმანეთში აერია, ის იყო სეიფის კარები უნდა მიეხურა, რომ უცბად შეამჩნია, უჯრები არეოდა. კვლავ გამოაღო სეიფი, გამოიღო უჯრები და როგორც საჭირო იყო, ისე ჩაალაგა ფული, ჩაალაგა და შიშიც გაქრა. ახლა აღარაფერი აშინებდა. 

__თეოდორ დრაიზერი__

 

*** 

ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს. 

__ლევ ტოლსტოი__

 

*** 

თუ სინდისი არ გაგაჩნია, ვერც დიდი ჭკუა-გონება გაცხოვრებს. 

__მაქსიმ გორკი__

 

*** 

საკუთარი სინდისი უზენაესზე უზენაესი სასამართლოა. 

__მაჰათმა განდი__

 

***

 [ერთ მოხუც დას შევჩივლე, რომ არ მომწონს ერთი ძმის აჩემება, რომ უნდა დავემორჩილო მის მოსაზრებებს იმის გამო, რომ იგი ჩემზე 2 წლით უფროსია] "ამ ძმას თავში არ უდევს ისეთი მცნებები, როგორიცაა სამართლიანობა და უსამართლობა." მან მკითხა: " ნუთუ აქამდე ვერ გაგირკვევია, რას წარმოადგენს ქრისტეს სიცოცხლე ჩვენში? უკვე რამდენიმე თვეა ბობოქრობ, რომ შენ მართალი ხარ და ის კი მტყუანი. იცი რაში მდგომარეობს ჯვრის არსი?... შენ ფიქრობ, რომ როგორც იქცეოდი და ლაპარაკობდი მთელი ამ დროის განმავლობაში იყო სწორი? რომ მოდიხარ და მიკაკლავ ყოველივე ამას, სწორად მოგაჩნია? შესაძლოა იქცევი გონივრულად და სწორად, და ასეც რომ იყოს, ეს განა ისაა, რასაც გეუბნება შენი შინაგანი ხმა? ნუთუ არ ეწინააღმდეგება ის შენს ქცევას?" ვამჩნევდი, რომ უნდა მეღიარებინა, მართალი კი ვიყავი ჩემი ადამიანური ნორმების მიხედვით, მაგრამ შინაგან ხმას გამოქონდა განაჩენი: არ ხარო მართალი.

ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გამოაქვს განაჩენი იმისა, რა არის ცუდი, არამედ იმისაც, რაც ოდენ გარეგნულადაა კარგი. ბევრი რამ სწორია ადამიანური თვალთახედვით, მაგრამ ღვთაებრივი კრიტერიუმები აცხადებენ მათ არასწორად, რადგან არ გააჩნიათ ღვთაებრივი სიცოცხლის ნიშან-წყალი. იმ დღეს პირველად მივხვდი, რომ რაკი ვცხოვრობ ღმერთთან, მაშინ მთელი ჩემი ქცევა უნდა განისაზღვრებოდეს ქრისტეს და არა სამართლიანობის პრინციპებით. იმ დღიდან მივხვდი, რომ რაც უნდა ხდებოდეს ჩემს ირგვლივ, თუნდაც სხვები აცხადებდნენ, რომ რაღაც მართალია და მეც ვთვლიდე მას სამართლიანად, მოცემული საქმის თითოეული დეტალიც რომ მიჩვენებდეს მის სიმართლეს, მით უფრო უნდა ვიყო ყურადღებიანი ქრისტეს სიცოცხლის რეაქციის მიმართ ჩემს შიგნით. უნდა ვარჩევდეთ იმის მიხედვით, როგორც მივიწევთ არჩეული მიმართულებით, ჩვენი შინაგანი სიცოცხლე ძლიერდება თუ სუსტდება. გვიმტკიცებს თუ არა შინაგანი "ცხებულება" აღებული კურსის სისწორეს და არის თუ არა მასზე ღვთაებრივი თანხმობა. ღვთიური გზები არ გვეცნაურებიან გარეგნულად, არამედ ჩვენს შიგნით სული წმიდის მეოხებით. სიმშვიდე და სიხარული ჩვენს სულში გვიჩვენებს სწორ ქრისტიანულ გზას. 

[ერთხელ ერთი ძმა ვერ ისვენებდა და სულ გამგზავრებაზე ფიქრობდა სხვა ქალაქში.] მე ვუთხარი: "რას ზიხარ, რატომ არ ჩააბარგებ ჩემოდანს და არ გაემგზავრები?" "საქმე აი ამაშია", - თქვა და გულზე დაიდო ხელი, - " რამდენიც კი გამგზავრებას დავაპირებ, იმდენი სიმშვიდე სტოვებს ჩემს გულს". "ჩემო ძმაო, - ვუთხარი, - ნუთუ ვერ ხედავ ქცევის ორ სხვადასხვა გზას: ერთი განისაზღვრება სიცოცხლის მიერ, მეორე - სისწორე-არასწორობის პრინციპით?" "ო, როგორ არა, - თქვა მან, - რამდენიც კი დავაპირე წასვლა ყოველთვის ერთი რამ მაკავებდა: ვგრძნობდი შინაგან აკრძალვას." ჩვენში მცხოვრები უფალი გვიჩვენებს სწორად ვიქცევით თუ არასწორად. მოვუსმინოთ. 

__ვოჩმან ნი__

 

*** 

მფარველად მყავდა სული ძლიერი,

სინდისი იყო ჩემი მრჩეველი.

__შოთა ნიშნიანიძე__

 

*** 

როცა კარგად არ გამოვიყურებით, გვიჭირს ხოლმე სარკეში ყურება. როცა ჩვენს შიგნით ვიყურებით და რაიმეს ჯამო სინდისი გვქენჯნის, წამიერად კი ვავლებთ თვალს, მაგრამ ვრჩეობთ მის დავიწყებას, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე შევცვალოთ ჩვენში სასწრაფოდ, რათა მერე გვსიამოვნებდეს საკუთარი გამოსახულების ხილვა და თვალსაც ვუსწორებდეთ. 

__მირზა ბადიაური__

 

***

3:5 ღმერთივით... შეიქნებით: ძალაუფლების წყურვილის ცდუნება შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი გაუნელებელი აღმოჩნდეს, როცა ადამიანის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ცოდნას `განცდის მსგავსი~ გრძნობა მოაქვს. ამრიგად, გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება:

`ღმერთი რაღაც კარგს გიმალავთ (თვითმმართველობა), რომ მასზე იყოთ დამოკიდებული~.

3:6 დაბადების წიგნის ბოლოს იხ. `ჭეშმარიტება მოქმედებაში~ 1 ნაწილი.

3:6 შემეცნების სურვილი დედაკაცს საკმაოდ გონივრული ეჩვენება.

სამწუხაროდ, შეცნობის მისეული განსაზღვრება ადამიანური თვითმმართველობიდან იბადება და არა იგ. 1:7-ში გაცხადებულ ღმერთზე დამოკიდებულებიდან.

3:7 შიშვლები იყვნენ: გველის მიერ ცდუნებულ ადამსა და ევას ახალმა შემეცნებამ კეთილისა და ბოროტის

დაპირებული ცოდნა კი არა, მხოლოდ სიშიშვლის გამო შეცბუნება მოუტანა.

3:8 ცოდვილები ყოველთვის იმალებიან უფლის სახისგან და ამის გაკეთებას კვლავაც გააგრძელებენ: `დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან!~ (გამოც. 6:16)

3:9 უფალმა ღმერთმა: მას

იმიტომ არ დაუსვამს ეს კითხვა, რომ არაფერი იცოდა. ეს უფრო მშობლის მიერ ურჩი შვილისთვის პასუხის მოთხოვნას ჰგავს: `რას აკეთებ?~

3:11 ღმერთი ადამს ცოდვის აღიარების შესაძლებლობას აძლევს.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,5 - სიტყვა "შეცნობა" ბიბლიაში ხშირად "თანაზიარების" აზრით არის გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, ბოროტება ღმერთისთვის უცხოა. ღმერთი და ბოროტება ერთმანეთის შესაბამისობაში არ შეიძლება იყოს. გველის სიტყვებში "შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" აშკარად ჩანს, რომ ის თვითონ არც იცნობს და არც ზიარებულა საღმრთო

ცხოვრებას.

ამ სიტყვებით ბოროტი იმ გზას სთავაზობს ადამიანს, რომელზეც თვითონ განიცადა მარცხი და გაურჯელად ჰპირდება განღმრთობას. როცა ეშმაკმა მოახერხა, ევაში აღეძრა აზრი უმაღლეს ძალაუფლებაზე, უკვე მოხდა აზრისმიერი დაცემა. ეფრემ ასურის თქმით, ევას დაცემაში მთავარ როლს ასრულებდა მისი სურვილი და არა ეშმაკისეული ცდუნება.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__