1.9.44 Хам

1.9.44 ქამი

(ცხელი)

 

ნოეს უმცროსი ძე დაბ.5,[32]; 6,[10]

შევიდა კიდობანში დაბ.7,7

მისმა უზნეო საქციელმა გამოიწვია ნოეს წყევლა დაბ.9,22-25

დედამიწის ხელმეორედ დასახლებულ ხალხის მამამთავარი დაბ.10,6-20

---

მისი სახელითაა წოდებული ეგვიპტე ფს.104,23.27

---

გედორის (გერარის) უძველესი მცხოვრებნი იყვნენ მისი შთამომავლები 1ნეშ.4,39.40

---

ქამის შთამომავლობა

ძველი აღთქმის საისტორიო ტრადიციის მიხედვით წარღვნის შემდეგ ქამს ეყოლა 4 ვაჟი.

ქუში: (ეთიოპიელები, ქუშიტები, შესაძლებელია ჰიმიარიტები და საბეელებიც).

მიზრაიმი: კოპტები

ფუტი: ბერბერები

ქანაანი: პალესტინის ებრაელებამდელი მოსახლეობა

---

ქამიტები — დღეისათვის მოძველბული ტერმინი, რომელიც ლინგვისტიკასა და აფრიკანისტიკაში გამოიყენებოდა ხალხების აღსანიშნავად რომლებიც საუბრობდნენ „ქამიტურ ენებზე“ (თანამედროვე აფრაზიული ენები). სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიის მიხედვით ნოეს სამ შვილთაგან ერთ-ერთის, ქამის სახელიდან.

---

აფრაზიული ენები ანუ სემიტო-ქამიტური, ასევე გავრცელებულია დასახელება ქამიტო-სემიტური — ენათა მაკრო ოჯახია, რომელიც გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აფრაზიული ენათა ოჯახი აერთიანებს ენათა ექვს ოჯახს: ბერბერო-ლიბიური ენები, ძველეგვიპტური ენა, ქუშიტური ენები, ომოტური ენები, სემიტური ენები და ჩადური ენები. ის ვრცელი ენათა ოჯახია და შეიცავს 375 ცოცხალ ენას. ამ ენებზე დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი საუბრობს.

---

ერთ-ერთი ქრისტიანული აპოკრიფული წიგნის, იუბილეების წიგნის მიხედვით, ქამისა და მისი შთამომავლობის დასახლების თავდაპირველი ადგილი მდებარეობდა გიგონას გაღმა, სამხრეთით, ედემის ბაღისგან მარჯვნივ და იქიდან სამხრეთისაკენ.

---

წარმოდგენა ქამისა და მისი შთამომავლობის შესახებ, პირველად ჩაიწერა ბიბლიაზე დაფუძნებულ ისტორიულ ლეგენდებში, ქრონიკებსა და ტრაქტატებში. შუა საუკუნეების ევროპისთვის ცნობილი იყო მოსაზრება, რომ ქამიტები ცხოვრობდნენ ქანაანის სამხრეთშიც, რაც კარგად აისახა ამ ეპოქის რუკებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელებს აფრიკელები ქამის შთამომავლებად მიაჩნდათ, ქამის წყევლა და წინასწარმეტყველება რომ მისი ჩამომავლები იაფეტისა და სემის მონები იქნებოდნენ, გამოყენებულ იქნა მათ მიერ შავკანიანთა დამონების ერთ-ერთ იდეოლოგიურ გამართლებად.

---

გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში დროთა განმავლობაში (საქართველოშიც) გავრცელდა ტყუილი სწავლება, იმის შესახებ, რომ ქამი ნოესაგან იყო დაწყევლილი და ამიტომაც ჰქონდა შავი კანი. აღნიშნული სწავლება გამოყენებული იყო რასიზმისა და მონობის გამართლების მიზნით ფერადკანიანთა მიმართ მთელს მსოფლიოში.

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 5

32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.

 

დაბადება 6

10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

 

დაბადება 7

7 და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები,

 

დაბადება 9

22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

 

დაბადება 10

6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.

8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.

10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

11. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი

12. და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.

13. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,

14. ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

20. ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

 

1ნეშტთა 4

39. მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრის საძებნელად.

40. პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.

 

ფსალმუნი 104

23. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.

27. დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.