3.46.28 Болезни

Быт.48,1 Исх.9,10 Лев.26,16 Вт.28,22.27; 1цар.5,6; 2цар.13,2; 3цар.17,22; 4цар.1,2; 4,18-20; 5,1.27; 20,7; 2Пар.16,12; 21,15 Иов.2,7; 16,8 Пс.101,23; 102,3 Пр.13,12 Пес.2,5 Ис.38,21 Дан.4,33; 8,27 Ос.7,5 Мих.6,13 Матф.4,23.24; 8,14; 9,20.27.32 Мар.7,32 Лук.10,34; 13,16; 14,2 Ин.9,2.3; 11,4 Иак.5,15; 2Кор.12,7-9 Флп.2,27

3.46.28 ავადმყოფობანი, სნეულებანი

სხვადასხვა სახის:

- ანთება რჯ.28,22

- ბუგრი 1მფ.5,6

- დავრდომილობა მათ.4,24

- დიზენტერია 2ნეშ.21,15

- კეთრი 4მფ.5,1

- მზის დარტყმა 4მფ.4,18-20

- მთვარეული მათ.4,24

- მუნი რჯ.28,27

- სიბრმავე მათ.9,27

- სიგამხდრე, სიმჭლევე იობ.16,8

- სიგიჟე დან.4,33

- სიმუნჯე მათ.9,32

- სისხლდენა მათ.9,20

- სიყრუე მარ.7,32

- ქეცი რჯ.28,27

- ყვავილის ჩირქოვანი მუწუკები გამ.9,10

- ციებ-ცხელება ლევ.26,16 მათ.8,14

- ძალის გამოცლა, გასავათება ფს.101,23

- წყალმანკი ლუკ.14,2

- წყლული 4მფ.20,7

- ჭლექი რჯ.28,22

-

მიზეზები:

- მოახლოებული სიკვდილი დაბ.48,1

- ვნება 2მფ.13,2

- უბედური შემთხვევა 4მფ.1,2

- ჩადენილი ცოდვა 4მფ.5,27; 2ნეშ.21,15 მიქ.6,13

- ღვთის მსჯავრი 2ნეშ.21,15

- სატანის მიერ მოწეული იობ.2,7 ლუკ.13,16

- გაცრუებული იმედი იგავ.13,12

- სიყვარული ქებ.2,5

- წინასწარმეტყველური ხილვა დან.8,27

- ღვინო ოს.7,5

- უფლის საქმეთა გასაცხადებლად იოან.9,2.3

- ღვთის სადიდებლად იოან.11,4

- რათა არ გამედიდურდეს მადლმოსილი 2კორ.12,7-9

-

სამკურნალო საშუალებები:

- სასწაული 3მფ.17,22

- წამლები 4მფ.20,7 ეს.38,21 ლუკ.10,34

- ღმერთი 2ნეშ.16,12 ფს.102,3

- ქრისტე მათ.4,23

- ლოცვა იაკ.5,15

- ღვთის წყალობა ფლპ.2,27

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 48

1. უთხრეს ამ ამბების შემდეგ იოსებს: "ავადაა მამაშენი”. და თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი.

გამოსვლა 9

10. აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.

ლევიანნი 26

16. მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.

მეორე რჯული 28

22. წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.

27. მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.

1მეფეთა 5

6. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.

2მეფეთა 13

2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.

3მეფეთა 17

22. ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.

4მეფეთა 1

2. ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”

4მეფეთა 4

18. გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.

19. შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.

20. წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.

4მეფეთა 5

1. ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავის ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.

27. დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.

4მეფეთა 20

7. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.

2ნეშტთა 16

12. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.

2ნეშტთა 21

15. შენ კი მძიმედ დაავადდები ნაწლავების სენით, ისე რომ სნეულების გამო ნაწლავები დღე და დღე გარეთ გამოგივა”.

იობი 2

7. გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.

იობი 16

8. შენ გამიჩინე ნაოჭები, რომლებიც მოწმობენ ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს წინააღმდეგ.

ფსალმუნი 101

23. გზაში გამომაცალა ძალა და დღენი ჩემნი შეამცირა.

ფსალმუნი 102

3. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.

იგავნი 13

12. გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.

ქებათა-ქება 2

5. ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!

ესაია 38

21. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.

დანიელი 4

33. მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით.

დანიელი 8

27. მე, დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ბოლოს ავდექი და მეფის საქმეებს მივყავი ხელი. გაოცებული ვიყავი ხილვით და არავინ იყო გამგები.

ოსია 7

5. ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს.

მიქა 6

13. ჰოდა, მეც დაგცემ უკურნებლად და გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.

მათე 4

23. დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.

24. და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.

მათე 8

14. მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.

მათე 9

20. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო.

27. იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: "შეგვიწყალე, ძეო დავითისა!”

32. გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი.

მარკოზი 7

32. მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.

ლუკა 10

34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.

ლუკა 13

16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?

ლუკა 14

2. და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა.

იოანე 9

2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?

3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.

იოანე 11

4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.

იაკობი 5

15. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება.

2კორინთელთა 12

7. და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს - რათა არ გავმედიდურდე.

8. ამისათვის, სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი.

9. და მითხრა: "საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ფილიპელთა 2

27. ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.