2.2.52. Бог - путеводитель

Исх.13,17.[21],, 14,19,, 15,13,, 33,14,, 40,36.37 Чис.9,17-23,, 10,33-35,, 14,14 Втор.1,30.31.33,, 31,3.8 Неем.9,12.19 Пс.24,9; 72,24; 77,14.52.72 Ис.58,11

**

Когда же фараон отпустил народ, Бог не повёл его по дороге земли Филистимской, потому что она близка; ибо сказал Бог: чтобы не раскаялся народ, увидев войну, и не возвратился в Египет. (Исх13,17).

Господь Бог твой Сам

пойдет пред тобою; Он

истребит народы сии

от лица твоего, и ты

овладеешь ими; Иисус пойдет пред тобою,

как говорил Господь;

Господь Сам пойдет

пред тобою, Сам будет

с тобою, не отступит

от тебя и не оставит

тебя, не бойся и не ужасайся.(Втор.31,3.8).

30Господь, Бог ваш, идет перед вами; Он будет сражаться за вас, как Он сделал с вами в Египте, пред глазами вашими,

И в пустыне сей, где, как ты видел, Господь, Бог твой, носил тебя, как человек носит сына своего, на всем пути, которым вы проходили до пришествия вашего на сие место.

Который шел перед вами путем - искать вам места, где остановиться вам, ночью в огне, чтобы указывать вам дорогу, по которой идти, а днем в облаке. (Второзак. 1,30. 31.3).

И отправились они от горы Господней на три дня пути, и ковчег завета Господня шёл пред ними три дня пути, чтоб усмотреть им место, где остановиться. (Чис.10,33).

По указанию Господню останавливались, и по указанию Господню отправлялись в путь: следовали указанию Господню по повелению Господню, данному чрез Моисея. (Чис.9,23).

2.2.52. ღმერთი - წინამძღოლი

გამ.13,17.[21],, 14,19,, 15,13,, 33,14,, 40,36.37 რიცხ.9,17-23,, 10,33-35,, 14,14 რჯ.1,30.31.33,, 31,3.8 ნეემ.9,12.19 ფს.24,9; 72,24; 77,14.52.72 ეს.58,11

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13

17. როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო.

21. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.

გამოსვლა 14

19. დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ.

გამოსვლა 15

13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.

გამოსვლა 33

14. თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ.

გამოსვლა 40

36. როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.

37. თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.

რიცხვნი 9

17. როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.

18. უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი.

19. თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ.

20. ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს, უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ.

21. ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი, დაიძრებოდნენ.

22. ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ.

23. უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.

რიცხვნი 10

33. იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.

34. უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ.

35. როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.

რიცხვნი 14

14. და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში.

მეორე რჯული 1

30. უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;

31. ან უდაბნოში, სადაც, როგორც შენ ხედავდი, გატარებდა უფალი, შენი ღმერთი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელს თქვენს სავალ გზაზე, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით.

33. რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ მოგიძებნოთ დასაბანაკებელი ადგილი, ღამით ცეცხლში თქვენი სავალი გზის გასანათებლად, და დღისით ღრუბელში.

მეორე რჯული 31

3. თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენს წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.

8. თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.

ნეემია 9

12. დღისით ღრუბლის სვეტით მიგყავდა და ღამით ცეცხლის სვეტით, რათა ის გზა გაგენათებინა, რომელსაც ადგნენ.

19. მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ.

ფსალმუნი 24

9. წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.

ფსალმუნი 72

24. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.

ფსალმუნი 77

14. და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.

52. ცხვარივით გამოიყვანა თავისი ხალხი და ფარასავით წარუძღვა უდაბნოში.

72. და მწყემსავდა მათ წრფელი გულით და თავისი მარჯვე ხელებით უძღოდა მათ.

ესაია 58

11. მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.