3.47.20 Веруюший и смерть

Куда девается наша душа после смерти? Говорят, она неоднократно возвращается на землю. Если это неправда, то расскажите, как все происходит?

В Библии нет даже намека на неоднократное возвращение души человека на землю. Более того, в опровержение этой лжи сказано: «...человекам положено однажды умереть, а потом суд...» (Евр. 9:27).

Этот суд Божий, описанный в 20-й главе книги Откровения, принесет человеку либо оправдание, либо обвинение.

Тем, кто покается в грехах и посвятит свою жизнь Иисусу Христу, о грехах даже не напомнят. Они, наполненные от Духа Святого вечной жизнью, войдут в счастливое, радостное, ликующее сообщество святого окружения Бога. «Не видел того глаз, не слышало ухо, и не приходило то на сердце человеку, что приготовил Бог любящим Его» (1 Кор. 2:9).

Тем, кто отвергнет Божье спасение через Иисуса Христа, своими грехами в земной жизни выразят свое противление Богу, по делам их будет вынесен приговор. Они «будут брошены в озеро огненное. Это — смерть вторая» (Откр. 20:15). «Там будет плач и скрежет зубов» (Матф. 8:12).

3.47.20 მორწმუნე და სიკვდილი

მათ.8,12; 1კორ.2,9 ებრ.9,27; 11,13 გმცხ.20,15

ბიბლიის მუხლები

ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.

მათ.8,12

მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.

1კორ.2,9

და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,

ებრ.9,27

რწმენით მოკვდნენ და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორით ხედავდნენ, სწამდათ, მოიკითხავდნენ და აღიარებდნენ, რომ სტუმარნი და წარმავალნი არიან ამ ქვეყნად.

ებრ. 11,13

ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

გმცხ.20,15

__თემაზე წერდნენ__

***

კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეცა წარვალ.

__ იაკობ ცურტაველი __

***

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მასზედა დავწევ და დავიძინე. [წმ. შუშანიკის ბოლო სიტყვები].

__ იაკობ ცურტაველი __

***

მხოლოდ ერთი რამაა შეუძლებელი ადამიანისთვის – სიკვდილი აიცილოს თავიდან და უკვდავი შეიქმნას ამქვეყნადვე თავის სხეულში. ღმერთთან ზიარების მიღწევა კი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი გულისხმა-ჰყოფს, თუ სინამდვილეში როგორ, რა გზით მიიღწევა ჭეშმარიტი უკვდავება.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

ქრისტეს რჯულის ქადაგებისთვის რომაელებმა პეტრე მოციქული შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. პეტრემ თავი ღირსად არ ჩათვალა, რომ ისევე მომკვდარიყო, როგორც მაცხოვარი, ამიტომ იგი ჯალათებმა, მისივე თხოვნით, ჯვარზე თავდაღმა გააკრეს.

__. . . . . . __

***

მოხუცი ხუცესი კვდებოდა. მისი მოადგილე ახალგაზრდა მისკენ გზად მიმავალი ლოცულობდა მისთვის: “ო, ღმერთო, რა შემიძლია ვუთხრა ქრისტეს ამ გამოცდილ მებრძოლს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მოახმარა მოყვასისადმი დახმარებას?”

მომაკვდავის სარეცელთან მყოფ ახალგაზრდა მქადაგებელს შემოესმა მისი ნათქვამი: “ჩემო პატარა ძმაო, მე უკვე ვეღარ ვიხსენებ ღვთის ვეღარცერთ აღთქმას”. რაზეც მან მიუგო: “ნუ გეშინიათ, უფალს არ დავიწყებია თავისი დაპირებანი”.

__ ვოლტერი __

***

ცნობილია, რომ დიდმა გოეთემ თქვა: “მეტი სინათლე!” მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი, რომ ამის წინ მან ჰკითხა ექიმს, რამდენ ხანს იცოცხლებდა კიდევ, და როცა მან უთხრა, რომ მხოლოდ ერთი საათი აქვს დარჩენილი, გოეთემ მშვიდად ამოისუნთქა შემდეგი სიტყვებით: “დიდება ღმერთს, მხოლოდ საათი! . .”

__ გოეთეს შესახებ იაკობ ლევენი __

***

საავადმყოფოში იწვა ქალი, რომელიც, როგორც ჩანდა ძლიერ იტანჯებოდა. ტრიალებდა საწოლში და ხმამაღლა კვნესოდა:

“არავინ დატანჯულა ისე, როგორც მე.”

“ო! იყო ვინმე ერთი, ვინც უფრო მეტად იტანჯა,” – წარმოთქვა სუსტი ხმით 15 წლის გოგონამ, პალატის ბოლოში რომ იწვა.

ერთი წუთის შემდეგ ქალი ისევ მოჰყვა შფოთვას: “ის განსაცდელები, რომლებიც უნდა გადავიტანო, ვერავინ დაითმენს!”

“და მაინც იყო ვინმე, ვინც გადაიტანა ისინი”, - გაისმა ისევ ის სუსტი ხმა იმავე მხრიდან.

ავადმყოფმა ქალმა მიაბრუნა მისკენ თავი და უთხრა: “თქვენ ალბათ ამბობთ საკუთარ თავზე, არა?”

“სულაც არა: მე ვამბობ ქრისტეზე. ხალხმა გააკრა ჯვარზე ორ ავაზაკთან ერთად და ისინი დასცინოდნენ და მან გადაიტანა უდრტვინველად.”

ჩამოწვა სიჩუმე. შემოვიდა მედდა და შემოუტანა გამაგრილებელი სასმელი.

“მადლობა, - უთხრა გოგონამ, - მას კი მიუტანეს ძმარი, როდესაც მოითხოვა წყურვილის მოკვლა . . . ”

“ეჰ, ეს ლაპარაკობს ქრისტეზე, - თქვა ქალმა და ისევ მოჰყვა წრიალს ლოგინში, - ამ საუბრით როგორ ფიქრობთ შვება მეძლევა მე?”

“დაწყნარდით, - ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა გოგონამ, - იგი ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის . . . მან ჩვენს მაგიერ იტვირთა სასჯელი, რათა მოეპოვებინა ჩვენთვის სიმშვიდე, მისი ჭრილობებით ჩვენ ვცხონდით.”

ავადმყოფი დაჩუმდა . . . არ ვიცით მიხვდა თუ არა ამ სიტყვების მნიშვნელობას . . . შეეწიოს ღმერთი!

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. “მივდივარ სახლში ჩემს მაცხოვართან” – დაიჩურჩულა და საუკუნოდ დახუჭა თვალები.

“ყოველთვის, როცა კი ვამბობთ: “აღარ შემიძლია”, ვივიწყებთ ქრისტეს, რომელშიც ყველაფერი შემიძლია.” (გალ. 4,13)

__ იაკობ ლევენი __

ქრისტეს რჯულის ქადაგებისთვის რომაელებმა პეტრე მოციქული შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. პეტრემ თავი ღირსად არ ჩათვალა, რომ ისევე მომკვდარიყო, როგორც მაცხოვარი, ამიტომ იგი ჯალათებმა, მისივე თხოვნით, ჯვარზე თავდაღმა გააკრეს.

__. . . . . __

***

[ქრისტიანი უხსნის ურწმუნოს] ჩვენთვის სამუდამო განშორება არ არსებობს, არ არსებობს მწუხარება და ტანჯვა; თვითონ სიკვდილი, თქვენთვის რომ სიცოცხლის დასასრულია, ჩვენთვის მხოლოდ სიცოცხლის დასაბამია, მცირედი ბედნიერებისა უკეთესზე შეცვლაა, მცირედი სიმშვიდისა – უფრო დიდ და უკეთესზე შეცვლაა. [ჩვენი რჯული] სიკვდილის შემდეგ საუკუნო ნეტარებას აღგვითქვამს.

__ ჰენრიკ სენკევიჩი __

***

სასაფლაოზე ფიქრში მოზომილ ალაგს ინთქმება მისი აზრი. მისდევს იქ, სუფევენ ერთად და მოსდევს, იყოლიებს თან, რომ ერთხელაც მოვა მისი ხორცის წარხდომა და ჩაყრა იქ. ხოლო სულზე წარმოდგენაც არა აქვს, უპატრონოდ ჰყავს მიგდებული ის, რომელთან ერთადაც უნდა ელოდეს განკითხვის დღეს. არა და ახლოა ჟამი და საშურია თქმა მისთვის, რომ არა იგი თვითონ ის სხეული, რომელსაც ჩააგდებს იმ ალაგს, რომელიც განძთსაცავად უჩანს წუთისოფელს და მარხავენ მკვდრები მკვდრებს.

__ მ.ბ. __

***

მორწმუნის გადასაყვანად მოდის არა სიკვდილის ანგელოზი, არამედ ღვთისა, ამიტომ რჩება მკვდრის სახეზე ნათელი ღიმილი – მშვენიერი ნიშანი, რომ სიკვდილს არ იხილავს მორწმუნე.

__ ლუიზა ქილიტაური __