3.46.38 Воздержание

3.46.38 თავშეკავების, მოთმინების, მორიდების, მოშორების შესახებ

მაგალითები:

- მანოახის ცოლი მსაჯ.13,7

- ხანა 1მფ.1,15

- რექაბიანები იერ.35,14-19

- დანიელი დან.1,8

- იოანე ნათლისმცემელი ლუკ.1,15

.

წერილი მოგვიწოდებს მოვერიდოთ:

- მაგარ სასმელს იგავ.23,31

- სიძვას საქ.15,20.29; 1თეს.4,3

- კერპშენაწირის ჭამას რწმენით უძლურთა გულისთვის საქ.15,20.29; 1კორ.8,7-10

- დამხვრჩალის და სისხლის ჭამას საქ.15,20.29

- ხორციელ გულისთქმებს 1პეტ.2,11

- თრობას ეფ.5,18

- ბოროტს 1თეს.5,22

.

თმენა ყოველდღიურ ცხოვრებაში:

- მეუღლეთა ურთიერთობაში გამ.19,15; 1კორ.7,5

- ჭამით ან არჭამით არავინ დავაბრკოლოთ რომ.14,20-23; 1კორ.8,7-10

.

სასმელისგან თავშეკავება მოეთხოვებათ:

- ღვთის მსახურებს ლევ.10,9

- მოწმიდარებს რიცხ.6,3.4

- მეფეებს იგავ.31,4

.

თავშეუკავებლობა იწვევს:

- სიკვდილს 1მფ.25,36.37

- ჰალუცინაციებს იგავ.23,31-35

- უფალს დაშორებას ეს.5,11.12

- უკუღმართ განსჯას ეს.28,7

- უზნეობას ეს.56,12

- კერპთაყვანისმცემლობას დან.5,4

- სივერაგეს აბაკ.2,15

- რწმენაში სუსტი ძმის დაცემას რომ.14,20.21

- აღვირახსნილობას ეფ.5,18

.

ცრუმეტყველთა მიერ დაწესებული თავშეკავებანი 1ტიმ.4,3

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19

15. უთხრა ხალხს: "მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.

ლევიანნი 10

9. "ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;

რიცხვნი 6

3. ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.

4. თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე.

მსაჯულნი 13

7. მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.

1მეფეთა 1

15. მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.

1მეფეთა 25

36. დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.

37. დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.

იგავნი 23

31. ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს, ფიალაში რომ ელვარებს და ლაღად გადადის ყელში.

32. ბოლოს გველივით იკბინება და ასპიტივით იგესლება.

33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.

34. და იქნები ზღვის შუაგულსა და ანძის წვერზე მძინარესავით.

35. იტყვი: "მცემდნენ და არ მტკიოდა! მირტყამდნენ და ვერ ვგრძნობდი! გავიღვიძებ და ისევ სასმელს დავუწყებ ძებნას”.

იგავნი 31

4. მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს - მაგარ სასმელთა სიყვარული;

ესაია 5

11. ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.

12. ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ.

ესაია 28

7. ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.

ესაია 56

12. ამბობენ "მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”

იერემია 35

14. შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის სიტყვები, რომელმაც თავის შთამომავლებს უბრძანა, ღვინო არ დაელიათ; და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს მამის ბრძანება. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!

15. გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.

16. იონადაბ რექაბის ძის შვილებმა შეასრულეს თავიანთი მამის ბრძანება, ამ ხალხმა კი ჩემი არ შეისმინა!

17. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.

18. რექაბიანთა სახლს კი უთხრა იერემიამ: "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ გაიგონეთ იონადაბის, თქვენი მამის ნათქვამი და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და ყოველივე ისე შეასრულეთ, როგორც გიბრძანათ,

19. ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ მოეკვეთება იონადაბ რექაბის ძეს ჩემ წინაშე მჯდომი კაცი უკუნისამდე”.

დანიელი 1

8. გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.

დანიელი 5

4. ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.

აბაკუმი 2

15. ვაი შენ, ღვარძლით შეზავებულ სასმელს რომ ასმევდი შენს მოყვასს, რათა დაგეთრო და მისი სიშიშვლისთვის გეყურებინა.

ლუკა 1

15. ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.

საქმეები 15

20. არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.

1პეტრე 2

11. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.

რომაელთა 14

20. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.

21. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.

22. გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.

23. ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

1კორინთელთა 7

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.

1კორინთელთა 8

7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება.

8. საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ - არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ - არაფერი გვაკლდება.

9. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.

10. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად?

ეფესელთა 5

18. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

1თესალონიკელთა 4

3. ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა: სიძვას განერიდეთ!

1თესალონიკელთა 5

22. ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.

1ტიმოთე 4

3. ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.